როგორ განვახორციელოთ ინვესტიცია საქართველოში უძრავი ქონების საშუალებით (თბილისი/ბათუმი)
საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც უცხოელები ყიდულობენ უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთები, კერძო სახლები/ვილები, ბინები, კომერციული ფართები, საკუთარი სახლი ქალაქში.
ჩვენს კლიენტებშიც უძრავი ქონების საშუალებით საქართველოში ინვესტირება დროთა განმავლობაში სულ უფრო პოპულარული ხდება.
ძირითადად ინვესტიციები იდება თბილისის სახლებში, ბათუმის აპარტ-სასტუმროებსა და საქართველოს მასშტაბით არსებულ სასტუმროებში.
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ ასეთი ინვესტიციის მომგებიანობის მიზეზებს და საქართველოში ქონების შესაძენად საჭირო პროცედურებს.
პირველ რიგში ჩნდება კითხვა, შეუძლია თუ არა უცხოელს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა? პასუხი არის დადებითი დიახ, უცხოელს აქვს უფლება იყიდოს და ფლობდეს უძრავ ქონებას საქართველოში, მაგრამ ამავე დროს, იმ პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე არ შეუძლია შეიძნოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ეს შეზღუდვა მოქმედებს მაშინაც, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე აპირებს მიწის შეძენას და ფლობას იურიდიული პირის დახმარებით. ამ საკითხზე დეტალურად საუბარი გვექნება ქვემოთ.
საქართველოში უძრავი ქონების ყიდვის უპირატესობები:
პირველი მიზეზი თუ რატომაც უნდა განვახორციელოთ ინვესტიცია საქართველოში: საქართველო არის ტურისტული ქვეყანა
ტურისტულ ქვეყნებში უძრავი ქონების ფასები დიდად არის დამოკიდებული ტურისტებზე და საქართველომ თავისი მცირერიცხოვანი მოსახლეობით უზარმაზარ შედეგებს მიაღწია. 2018 წელს (კოვიდ-19-მდე) საქართველო მასპინძლობდა 8,5 მილიონზე მეტ ტურისტს, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანია.
ამრიგად, ტურიზმის სექტორში პიკის დროს - უძრავი ქონების ფასები სწრაფად იზრდებოდა. მოგვიანებით, ტურიზმი დიდი წნეხის ქვეშ მოექცა კოვიდ შეზღუდვების გამო, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მხოლოდ 700 000 ტურისტი ეწვია, რაც ნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოში უძრავი ქონების რაოდენობა აჭარბებს მოთხოვნებს ეს კი ფართო არჩევანს გულისხმობს მათთვის ვისაც ინვესტიციის განხორციელება სწორედ საქართველოში სურს.
ვინაიდან ტურისტული ინდუსტრია კრიზისს განიცდის, შესაბამისად უძრავ ქონებაზეც მოთხოვნა დაბალია, დაბალი მოთხოვნა კი მეტ შესაძლობლობას და არჩევანს გულისხმობს. ამიტომ, დღევანდელი ქართული უძრავი ქონების ბაზარი ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობას მყიდველისთვის. დროთა განმავლობაში ტურიზმი საბოლოოდ აღდგება - უძრავი ქონების ფასები კვლავ გაიზრდება და იმედია მომდევნო წლებში რიცხვები 2018 წლის სტატისტიკაზე მაღალი იქნება.
დაბალი ფასები
თბილისისა და ბათუმის მსგავს დიდ ქალაქებში საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება 800 აშშ დოლარს შეადგენს. ფასები მერყეობს 500-დან 1500 დოლარამდე. ფასის ცვალებადომა დამოკიდებულია მდებარეობაზე, ხედზე, საცხოვრებელი ფართის მდგომარეობაზე და ა.შ. ზოგიერთი ბინის კვ.მ თავისი განსაკუთრებულობიდან გამომდინარე შესაძლოა ღირდეს 2500 აშშ დოლარი და მეტიც.
საქართველოში უძრავი ქონების კვ.მ-ის საშუალო ფასები მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანსა და რუსეთთან შედარებით უფრო დაბალია.
საქართველოში სხვა ტიპის უძრავი ქონებაც ასევე ხელმისაწვდომია, მაგრამ არ არის ისეთივე მოთხოვნადი, როგორც საცხოვრებელი სახლები.
საქართველოში ინვესტირების მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი: საინვესტიციო კლიმატი
საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის კომფორტული პირობები შექმნას, როგორიცაა ბიზნესის წამოწყებისა და უძრავი ქონების შეძენის პროცედურების გამარტივება, გადასახადების შემცირება, ასევე გარიგების დადებისას არსებული ფორმალობების შემცირება.
ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა უძრავი ქონების ფასებზე. ამიტომ უძრავი ქონების ღირებულება თანდათან ისევ გაიზრდება. თუმცა, ამ სტატიის მომზადებისას, Covid-19-ის პანდემია კვლავ დიდ გავლენას ახდენს ტურიზმის ინდუსტრიაზე, რომელიც გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკისთვის. ამიტომ, გაქირავებული ქონების ფასები იკლებს Covid-19-ის გამო.
საქართველოში არსებულ ბინებს ტურისტები მოკლე ვადით ქირაობენ, ხოლო ადგილობრივები ხანგრძლივი დროით.
ბინების მოკლე ვადით გაქირავება 10-15%-იან მოგებას აძლევდა მათ მესაკუთრეებს. დღეს ქირავნობის ბაზარზე ეს რიცხვი აღარ არსებობს ტურისტების სიმცირის გამო, მაგრამ გრძელვადიან გაქირავებაზე ასეთი გავლენა არ მოუხდენია პანდემიას. მიუხედავად ამისა, ჩვენ დადებითად ვართ განწყობილები, რომ უახლოეს მომავალში ტურისტების დიდი ნაკადი კვლავ შემოვა, რაც ნიშნავს, რომ ფასები და მოგება მკვეთრად გაიზრდება.
დაბალი გადასახადები
საქართველოში უძრავი ქონების შეძენისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი გადასახადები:
- 1. საშემოსავლო გადასახადი (პირადი ან კორპორატიული);
- 2. დამატებითი ღირებულების გადასახადი;
- 3. ქონების გადასახადი;
- 4. დივიდენდის გადასახადი (მოქმედებს კორპორაციებზე).
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გადასახადი, რომელიც ვრცელდება ქონების ფლობაზე, გაქირავებაზე და გაყიდვაზე - ჩვენს იურიდიულ ფირმას შეუძლია საგადასახადო ტვირთის ოპტიმიზაცია და დაგეგმვა ისე, რომ ან სრულად გათავისუფლდეთ ყველა სახის გადასახადებისგან ან/და მინიმუმამდე დაიყვანოთ იგი. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გვთავაზობს უამრავ გზას გადასახადისგან გათავისეფლებისა, საგადასახადო ტვირთის მინიმიზაციისა და შესაბამისად, მოგების გაზრდისთვის.
ბინადრობის ნებართვის მიღების ერთ-ერთი გზაა საქართველოში ინვესტიცია, კერძოდ უძრავი ქონების შესყიდვა.
უძრავი ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის) შეძენა არის ერთ-ერთი საფუძველი ფიზიკური პირისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის (ჩვეულებრივ გაიცემა ერთი წლით) მისაღებად (ყოველწლიურად 12 წლამდე გაზრდის შესაძლებლობით).
ასეთი მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს უძრავ ქონებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარს.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა (რომელიც გაიცემა ხუთ წლამდე) ასევე შეიძლება გაიცეს უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე უძრავი ქონების საკუთრების საფუძველზე, რომლის ღირებულება არანაკლებ 300,000 აშშ დოლარია. ასეთი უძრავი ქონების ფლობიდან ხუთი წლის შემდეგ, უცხოელს წარმოეშობა უფლება მოითხოვოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა.
ფართო არჩევანი
თბილისი
თბილისი საქართველოს დედაქალაქია, სადაც განთავსებულია თბილისის საერთაშორისო ეროპორტი, ასევე უამრავი სავაჭრო ცენტრი, 1.5 მლ მოსახლეობით, კომფორტული ამინდი მთელი წლის განმავლობაში, მრავალი უნივერსიტეტი, თანამედროვე საავადმყოფოები და ინფრასტრუქტურა. როგორც წესი, ტურისტებისთვის პირველი დანიშნულების ადგილი თბილისია. თბილისი ხომ საქართველოს ტურისტული ცენტრია. თბილისის სახლები ინვესტიციის ყველაზე მოთხოვნადი ვარიანტია ჩვენს კლიენტებში.
თბილისი მთელი წლის განმავლობაში, ყველა სეზონზე იზიდავს ტურისტებს, თუმცა საუკეთესო სეზონად მაინც ზაფხული ითვლება.
კახეთი
თბილისიდან აღმოსავლეთით ორი საათის სავალზე იქნებით კახეთის რეგიონში, რომელიც მეღვინეობის აკვანია. თქვენს თვალწინ გადაიშლება ათასობით ჰექტარი ვენახი, მოინახულებთ ასობით ღვინის ქარხანას/შატოს, სიყვარულის ქალაქს- სიღნაღს, ღვინის დაბადების ადგილს- ალაზნის ველს.
კახეთი ყველა სეზონზე ულამაზესია და სათანადოდ სტუმრობს ტურისტებს, თუმცა საუკეთესო სეზონად მაინც ზაფხული ითვლება.
გუდაური
თბილისიდან ჩრდილოეთით ორი საათის სავალზე აღმოჩნდებით გუდაურში. გუდაური ყველაზე პოპულარულია სათხილამურო გზებით. ის იზიდავს ასიათასობით ტურისტს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც შეყვარებულნი არიან თხილამურებზე. ტურისტებს შეუძლიათ ისრიალონ მაღალი კლასის სათხილამურო გზებზე, მოიწყონ კომფორტული და მყუდრო დასვენება, დააგემოვნონ ცხელი გლინტვეინი და ეს ყველაფერი მისაღებ ფასებში მეზობელ ქვეყნებში სხვა მსგავს ადგილებთან შედარებით.
გუდაურში ტურისტებისთვის საკურორტე სეზონი ძირითადად ზამთარია.
ბაკურიანი
ბაკურიანი ძირითადად ადგილობრივებისთვისაა მიმზიდველი, ვინაიდან ქართველები ოჯახებთან ერთად ყოველწლიურად სტუმრობენ დასასვნებელად, ზოგჯერ წელიწადში ორჯერ. შესანიშნავი ადგლია ზამთარში სათხილამუროდ და სნოუბორდისთვის. გუდაურზე გაცილებით ხელმისაწვდომია, მაგრამ სათხილამურო გზები უფრო მოყვარულთათვისაა.
ბაკურიანი ასევე მიმზიდველია გაზაფხულზე და ზაფხულში. მაისში ყვავის წიწვოვანი ხეები. ეს პროცესი კარგია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ჩვილებისთვის. ოჯახებს თავიანთი ჩვილები ბაკურიანის მთის ჰაერის ჩასასუნთქად მიჰყავთ კვირების ან თვეების განმავლობაში.
ბაკურიანი მოთხოვნადია გაზაფხულზე, ზაფხულში და ზამთარში.
ბათუმი
ბათუმი ყველაზე მოთხოვნადი ზღვისპირა კურორტია საქართველოში. 2 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია ბათუმს პანდემიამდე.
ბევრი ადამიანი ოცნებობს, რომ ჰქონდეს სახლი სანაპიროსთან ახლოს და ბათუმი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას იყიდონ ბინა ძალიან დაბალ ფასად. ბათუმში შენობები უფრო მაღალი და იაფი ხდება. თუმცა, უძრავი ქონების რაოდენობა აჭარბებს მოთხოვნებს. ასევე, ბათუმი მოთხოვნადია ძირითადად მხოლოდ ზაფხულში (მაისი - სექტემბერი). ამგვარად, ბათუმში არსებობს ისეთი ბინებიც, რომლებიც ტურისტზე გაქირავებული არასდროს ყოფიალა.
შესაბამისად, ბათუმი ზაფხულშია ყველაზე მოთხოვნადი.
სხვა ადგილები
საქართველოში კიდევ მრავალი ადგილია, რომლებიც ვითარდება და მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ამ ადგილებში უძრავი ქონების ფასები საკმაოდ დაბალია, თუმცა ყველა მათგანს აქვს პოტენციალი: ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, გონიო, წყალტუბო და მრავალი სხვა.
საქართველოს აქვს უამრავი კურორტი (მინერალური, საჰაერო, ტალახის და სხვა), რომლებიც ძალიან კარგად იყო განვითარებული საბჭოთა პერიოდში, მაგრამ საბოლოოდ განადგურდა ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო. თუმცა, რამდენადაც საქართველოს ეკონომიკა იზრდება - დროთა განმავლობაში ყველა ეს კურორტი რეკონსტრუქციას განიცდის და სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.
შესაბამისად, იზრდება ინტერესი სასტუმროების დაარსებისადმი. საქართველო ტურისტული ქვეყანაა, მაგრამ ბევრი ქართული ძველი კურორტი ყურადღების მიღმაა დარჩენილი. დროთა განმავლობაში ყველა ამ კურორტზე იზრუნებენ. თუმცა, ამ დროისთვის სასტუმროს მენეჯმენტისთვის ყველაზე მოთხოვნადი ადგილი საქართველოს ორი დიდი ქალაქია: თბილისი და ბათუმი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის გამარტივება
საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად მოსახერხებელი გახადა უძრავი ქონების შესყიდვისა და საკუთრების რეგისტრაციის პროცესი. ფიზიკურად არც კი გჭირდებათ საქართველოში ყოფნა, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს სათანადოდ გაცემული მინდობილობით. პასპორტის ასლიც კი არ არის საჭირო.
რაც შეეხება ვადებს - ქონების რეგისტრაცია შესაძლებელია (თუ გადაიხდით ოდნავ გაზრდილ სახელმწიფო გადასახადს) იმავე დღეს, როდესაც სათანადოდ რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულება და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინება შესაბამის ორგანოს.
დამატებითი ფაქტი საქართველოს შესახებ: ის აგრძელებს „ბიზნესის განხორციელების“ ტოპ 10-ში ყოფნას მრავალი წლის განმავლობაში (2020 წელს მე-7 ადგილზე).
პირველადი და მეორეული უძრავი ქონება საქართველოში
ქართული უძრავი ქონება შედგება პირველადი უძრავი ქონებისგან, რომელსაც ყიდის უშუალოდ დეველოპერი და მეორეული ბაზარი (გადამყიდველები), რომელიც დომინირებს.
საქართველოში ბევრი სამშენებლო კომპანია და დეველოპერია. ზოგმა მოიპოვა ნდობა, ზოგმა ასობით მყიდველის ცხოვრება დაანგრია. მეორადმა ბაზარმა შესაძლოა ან შექმნას თქვენთვის საინტერესო შესაძლებლობა ინვესტიციისთვის/ლამაზი საცხოვრებელი ადგილისთვის, ან დაგტოვოთ რაიმე სარგებლის გარეშე. ქვემოთ განვიხილავთ ორივე ვარიანტს.
დეველოპერებისგან უძრავი ქონების შეძენის რისკები
დეველოპერისგან უძრავი ქონების ყიდვა ყველაზე ხშირად ნიშნავს, რომ თქვენ ყიდულობთ სრულიად ახალ ბინას, მაგრამ ასევე ისეთს, რომელიც ჯერ არ არის აშენებული ან ბოლომდე დასრულებული.
შესანიშნავი ვარიანტია სრულიად ახალი ბინის/სახლის შესაძენად, სადაც აქამდე არავის უცხოვრია, ასევე შეიძლება მიიღოთ შესანიშნავი გარიგების პირობები,თუ რამოდენიმეს ერთად შეიძენთ.
გარდა ამისა, შეგიძლიათ წინასწარ აკონტროლოთ და შეათანხმოთ, რა ტიპის რემონტი უნდა გაკეთდეს, როგორ და სად განთავსდება მავთულები/მილები. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი ფერის ფილები გსურთ და წინასწარ მიიღოთ ბევრი სხვა გადაწყვეტილება თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე.
თუმცა, გაითვალისწინეთ რისკი - მშენებლობის დაუსრულებლობა სამწუხარო ფაქტია, რომელიც შეიძლება ყველგან მოხდეს, მათ შორის საქართველოშიც. ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი თაღლითობები ძველ დროში დარჩება, მაგრამ ბოლო ათწლეულში მსგავსი შემთვევები ძალიან იშვიათი და უჩვეულო გახდა. ამჟამად ბაზარზე ბევრი ავტორიტეტული დეველოპერია.
ამავდროულად, დეველოპერები ხშირად არ ასრულებენ სხვა ვალდებულებებს: ისინი თითქმის არასოდეს ასრულებენ მშენებლობას და ფორმალობებს დროულად (შეიძლება დააგვიანონ დასრულება 1-2 წლით), სამუშაოების ხარისხი ხშირად არ შეესაბამება შეთანხმებულს ( ან ზუსტად არ არის შეთანხმებული) მხარეებს შორის, მათ შეიძლება ააშენონ შენობა შენობებს შორის, ძალიან მცირე მანძილზე.
დეველოპერებისგან ბინების შესყიდვასთან დაკავშირებული რისკების აღმოფხვრის გზები
ამგვარ შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, ჩვენი იურიდიული ფირმა ახორციელებს დეველოპერების წინასწარ შემოწმებებს: ვამოწმებთ დეველოპერის ისტორიას, სასამართლოში ხომ არ მიმდონარეობს დავა მათ წინააღმდეგ, სკანდალებს, სამართლებრივ შეფასებას, გარანტიებს, ლიცენზიებს და სხვა დეტალებს. მას შემდეგ, რაც მწვანე შუქი გვექნება - ვიწყებთ მუშაობას საკუთრების უფლების შემოწმებაზე, განვიხილავთ დეველოპერის მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულებას(ან ვაძლევთ მათ ჩვენი იურიდიული ფირმის საკუთარ ვერსიას). ხელშეკრულება თავისი პირობებით არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც ყურადღებით უნდა იყოს შედგენილი, ხელმოწერილი და დარეგისტრირებული.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი სათანადო გამოკვლევა და რეგისტრაცია მოხდება - ინვესტიციები 100%-ით რისკის გარეშე არ არსებობს, საბოლოო ალტერნატივა იქნება ქონების დაზღვევა მსგავსი შემთხვევისგან, თუმცა ასეთი დაზღვევის მიწოდება ბაზარზე ძალიან დაბალია. ამიტომ, ეს ინვესტიცია შეიძლება კვლავ იყოს ძალიან დაბალი რისკის შემცველი.
მეორეულ ბაზარზე უძრავი ქონების ყიდვის რისკები
უძრავი ქონების მეორეული ბაზარი შესანიშნავი ადგილია შესაძლებლობებისთვის. ბევრი ადამიანია, რომლებსაც ეჩქარებათ თავიანთი ქონების გაყიდვა - ესაჭიროებათ თანხები. ასეთ შემთხვევებში შეიძლება ბევრი იპოვოთ და იყიდოთ უძრავი ქონება თავისი საბაზრო ღირებულებით.
თუმცა, მეორეულ ბაზარს აქვს თავისი ნაკლიც. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ყველაზე ხშირად წარმოქმნილ პრობლემებს:
- · საკუთრების უფლების პრობლემა- უფლება არ არის ვალდებულებისგან თავისუფალი;
- · ქონება არის იპოთეკით/ყადაღით დატვირთული;
- · სპეციალური ვალდებულებები/ სერვიტუტი;
- · შეიძლება არსებობდეს მეზობლებთან დაკავშირებული პრობლემები ან ის უკვე უკანონოდ არის დაკავებული;
- · წინა მფლობელის კომუნალური გადასახადები არ არის გადახდილი (+ ჯარიმები);
- · წინა მფლობელმა ბინიდან გაიტანა ავეჯი, რომელიც ბინაში უნდა დარჩენილიყო მათი ზეპირი შეთანხმების საფუძველზე;
- · ქონებას ბევრი მესაკუთრე ჰყავს.
მეორეულ ბაზარზე ქონების შეძენის რისკის შემცირების გზები
მეორეულ ბაზარზე არსებული უძრავი ქონების შეძენის რისკის შესამცირებლად გირჩევთ, მიმართოთ ქართველ იურისტებს. ჩვენი იურიდიული კომპანია სათანადოდ ამოწმებს საკუთრების უფლებებს, რაც მოიცავს იპოთეკის/ყადაღის/სერვიტუტის ნებისმიერი სხვა ვალდებულებისა არსებობის შემოწმებას.
ჩვენ ვამოწმებთ გამყიდველს სხვადასხვა რეესტრში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას არ ჰქონდეს რაიმე დავალიანება, რომელიც შეიძლება გადაეცეს ახალ მფლობელს. ადგილი ფიზიკურად უნდა შემოწმდეს და მეზობლები გამოიკითხონ. ასევე ჩვენი იურიდიული ფირმა ითხოვს და ამოწმებს ყველა კომუნალური გადასახადის დავალიანებას რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა კომუნალური მომსახურების მიმწოდებლებთან.
როგორც ყოველთვის - ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია არის თუ არა სწორად შედგენილი, გაფორმებული და დარეგისტრირებული ხელშეკრულება, რომელშიც არ უნდა დარჩეს არცეთი ადგილი ბუნდოვანი. ჩვენი იურიდიული ფირმა იყენებს ესქროულ ანგარიშებს და მივმართათ ნოტარიუსს საჭიროების შემთხვევაში, მყიდველის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
გადახდის საშუალება
მყიდველმა უნდა შეიძინოს უძრავი ქონება(როგორც ნებისმიერი სხვა ქართული საქონელი) ქართულ ლარში. უძრავი ქონების სხვა ვალუტაში ადგილობრივი გადახდა უკანონოა და შეიძლება ჯარიმები დაგეკისროთ. თუმცა, შეგიძლიათ განახორციელოთ გადახდა სხვა ვალუტაში, თუ ამას საერთაშორისო დონეზე განახორციელებთ.
ადგილობრივი ვალუტით გადახდამ შესაძლოა გაზარდოს თქვენი ხარჯები ვალუტის გაცვლაში განსხვავებების გამო. თუმცა, ის გადაეცემა გამყიდველს წუთებში, რაც დაზოგავს დროს. ამავდროულად, საერთაშორისო გადახდას მინიმუმ ორი დღე სჭირდება.
შეგიძლიათ მოგვმართოთ ქართული საბანკო ანგარიშის დისტანციურად გახსნისთვის უძრავი ქონების საფასურის გადახდის განსახორციელებლად და/ან თქვენი სახსრების უსაფრთხო ადგილას შესანახად.
კრიპტოვალუტით უძრავი ქონების ყიდვა
კრიპტოვალუტით გადახდა უძრავი ქონების შეძენის ერთ-ერთ ახალ შესაძლებლობად იქცა.
ტრანზაქცია განიხილება არა როგორც თავად გადახდა, არამედ როგორც ბარტერი - უძრავი ქონების გაცვლა კრიპტოვალუტაში.
მისი უპირატესობა, რა თქმა უნდა, არის გადარიცხვის სიჩქარე. ამასთან, იმისათვის, რომ მყიდველი დავიცვათ გამყიდველის მხრიდან ნებისმიერი უკანონო ქმედებებისგან, უნდა გაფორმდეს და დარეგისტრირდეს სათანადო ხელშეკრულება(-ები).
უძრავი ქონების ყიდვა იპოთეკით
დღესდღეობით დიდი მოთხოვნაა ქონების იპოთეკით შეძენაზე. ამის მიზეზი არის შემოსავლის გაზრდა და ინვესტორის ფულის ნაკლები გამოყენება. პოთეკის/სესხის აღება შეიძლება განხორციელდეს უშუალოდ დეველოპერთან (ზოგჯერ უპროცენტოდ) ან ბანკთან.
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკა გაფორმებულია ბანკთან - ჩვეულებრივ მოითხოვს 20-30% წინასწარ გადახდას. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია გამოყენებულ ვალუტაზე და მერყეობს 5-დან 12%-მდე. უცხოელსაც შეუძლია იპოთეკით შეიძინოს უძრავი ქონება.
შეჯამება
რომ შევაჯამოთ, საქართველოში საინვესტიციო პროექტების/ადგილების მრავალფეროვნებაა - ინვესტორის უპირატესობიდან გამომდინარე.
სეზონურობა, ადგილის დანიშნულება (ტურისტული / რეკრეაციული / საცხოვრებელი) და ბიუჯეტი ერთნაირი მნიშვნელობისა ფაქტორებია.
შეიძლება ცხოვრობდეთ თბილისში, ჩრდილოეთით 2 საათის სავალ გზაზე გაეუშროთ სათხილამუროდ, გაემგზავროთ მატარებლით დასავლეთით 5 საათის სავალ გზაზე ზღვაში საბანაოდ, 30 წუთში გადაფრინდეთ სვანეთში - მთაში ზღაპრული ადგილის მოსანახულებლად, ან ველური ბუნების დასათვალიერებლად ჩრდილოეთით თუშეთში. ეს ყველაფერი შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე.
თუმცა, როგორც სტატიიდან შენიშნეთ - არის სამართლებრივი და საგადასახადო საკითხები, რომლებიც სათანადო ყურადღებას საჭიროებს. ჩვენი იურიდიული ფირმა სიამოვნებით მოგემსახურებათ ნებისმიერ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებაც გსურთ საქართველოში. ჩვენ შესაძლოა ჩართული ვიყოთ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ყველა ეტაპზე:
- · საბროკერო მომსახურება;
- · სამართლებრივი შეფასება საკუთრების, დეველოპერების, გამყიდველის;
- · საგადასახადო სტრუქტურირება და დაგეგმვა;
- · წინარე ხელშეკრულების მომზადება;
- · ძირითადი ხელშეკრულების მომზადება;
- · შესაძენად საჭირო დოკუმენტაციის სათანადო მომზადება და რეგისტრაცია (მათ შორის დისტანციური რეგისტრაცია);
- · მუდმივი იურიდიული, საგადასახადო და ბუღალტრული მომსახურება
ჩვენი სერვისების სრული სიის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.
პასუხისმგებლობის უარყოფა: ეს არ არის იურიდიული, საგადასახადო ან საინვესტიციო რჩევა. ჩვენი მოსაზრება არ არის სავალდებულო არც ერთი სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოსთვის. ნებისმიერი სახის ინვესტიცია რისკებს შეიცავს.



