ჩვენი პროფესიონალები წარმოადგენენ უძრავი ქონების მყიდველებსა და გამყიდველებს, იცავენ მათ ინტერესებს და მონაწილეობენ იურიდიულ გარიგებებში
საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული უცხოელებისთვის, მათ შორისაა მიწის ნაკვეთები, კერძო სახლები, ვილები, ბინები, კომერციული ფართები და ქალაქური სახლები.
იურიდიული მომსახურება - უძრავი ქონება საქართველოში
ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ იურიდიულ მომსახურებას უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მათ შორის:
- უძრავი ქონების შეძენამდე სამართლებრივი რისკების შეფასება;
- უძრავი ქონების ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შედგენა, მოლაპარაკება წარმოება.
- უძრავ ქონებასთან დაკავშრებული დავების წარმოება;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საგადასახადო და იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
- მიწისა და უძრავი ქონების დისტანციურად შეძენა.
ინვესტირება უძრავ ქონებაში
ქართულ უძრავ ქონებაში ინვესტირება მზარდი ტენდენციაა, ბევრი ჩვენი კლიენტი ირჩევს უძრავ ქონებას თბილისში, ბათუმში და ქვეყნის სხვადასხვა ადგილას. თუ აპირებთ ქონების შეძენას თქვენი ბიზნესისთვის ან უკვე ფლობდით მას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ
ნასყიდობის ხელშეკრულების მოლაპარაკებებში, მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების დარღვევის, ხელშეკრულების შეწყვეტის, იპოთეკისა და ფინანსური სტრუქტურების საკითხებში.
უძრავი ქონების რეგისტრაცია
უძრავი ქონების დარეგისტრირება საჭიროებს იურიდიულ და საკადასტრო პროცედურებს, რომლის დასრულების შემდეგ ქონება მიიღებს ოფიციალური რეგისტრაციის სახეს, რაც გულისხმობს საკუთარების უფლების გარანტირებას, გარდა ამისა, ჩვენი იურისტები ასევე დაგეხმარებიან საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის საკითხებში.
უძრავი ქონების ლეგალიზაცია
უძრავი ქონების ლეგალიზაცია მოიცავს იმ პროცესებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქონების უფლებების დადგენილებასა და მისი საჯარო რეგისტრაციით გაფორმებას. ეს ხდება ისეთი დოკუმენტებით, როგორიცაა ნოტარიული აქტები ან ქონების მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები. გარდა ამისა, ჩვენი სერვისი მოიცავს ქონების იურიდიულ შემოწმებას.
ქონებრივი დავები და უძრავი ქონების გაყოფა
ქონების გაყოფა/გამიჯვნა გულისხმობს საერთო უფლების გაუქმებას, ქონების გამიჯვნას რამდენიმე ნაწილად და დამოუკიდებელ ქონებად რეგისტრაციას. უძრავი ქონების გაყოფა მოიცავს მიწის ნაკვეთების ან შენობების გაყოფას დასაშვები ფართებისთვის. ეს მოითხოვს საკადასტრო აზომვებს და ნოტარიალური აქტების გამოცემას. ქონებრივი დავები შეიძლება შეიცავდეს ჩუქების, გაცვლის ან იპოთეკის ხელშეკრულებების დადებას.
ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი იურიდიული ფირმა მზად არის გაგიწიოთ იურიდიული მომსახურება ორივე ენაზე - ინგლისურ და რუსულ ენაზე.
რატომ LTA-ის იურუდიული კონსულტაცია?
LTA-ის იურისტები გამოირჩევიან გამოცდილებით, სწრაფი რეაგირებით, პუნქტუალურობითა და ინდივიდუალური მიდგომებით.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციასა და სრულ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს წარმომადგენლობას სანოტარო ბიუროში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში.
FAQs
რა არის უძრავი ქონების იურისტის როლი?
უძრავი ქონების იურისტი გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციებს, აწარმოებს დავებს და დაგეხმარებათ უძრავი ქონების რეგისტრაციაში.
როგორ უნდა დავამზადოთ ხელშეკრულება უძრავ ქონების შესაძენად?
ხელშეკრულება მზედდება ნოტარიუსთან, რომელიც დაადასტურებს ქონების მფლობელობის სტატუსს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც LTA-ის უძრავი ქონების იურისტი გაგიწევთ მომსახურებას.
როგორ დამეხმარება LTA უძრავი ქონების ინვესტირებაში?
LTA საფუძვლიანად და სამართლებრივად აფასებს პოტენციურ საინვესტიციო რისკებს, გაძლევთ რჩევებს საინვესტიციო სტრუქტურების შესახებ და გეხმარებათ ქონების მართვისა და კომერციული უძრავი ქონების გარიგებების იურიდიულ ასპექტებში.
რა არის LTA-ს იურიდიული მომსახურების საფასური უძრავი ქონების საკითხებში?
საფასური განსხვავდება საკითხის სირთულისა და საჭირო სერვისის ტიპის მიხედვით. ზუსტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მოცემულ ნომერზე +995 568 88 77 87 და დაგეგმოთ პირადი კონსულტაცია თქვენი კონკრეტული საჭიროებების განსახილველად.







