კონტაქტი

ᲡᲐᲑᲣᲦᲐᲚᲢᲠᲝ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

საგადასახადო დეკლარაციის მომსახურება

საგადასახადო დეკლარაციის მომსახურება საქართველოში

კონტაქტი

საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის შესახებ ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის

საქართველოში გადასახადის გადამხდელებისთვის აუცილებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის დაცვა. საბუღალტრო მომსახურებაში ჩვენი გამოცდილებით, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენ დავფარაფთ თქვენი ყოველთვიური / ყოველწლიური საგადასახდო დეკლარაციის წარდგენის საჭიროებას.

ექსპერტიზა საქართველოს საგადასახადო წესებში

საქართველოს აქვს გამარტივებული საგადასახადო სისტემა, დაწესებულია მხოლოდ ექვსი გადასახადი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი, იმპორტის გადასახადი და ქონების გადასახადი (ადგილობრივი გადასახადი). ბუღალტერთა ჩვენი გუნდი საქართველოში კარგად ფლობს ამ საგადასახადო კანონების სირთულეებს და მზადაა დაგეხმაროთ საგადასახადო დეკლარაციის მომზადება - წარდგენაში.

ყოვლისმომცველი საგადასახადო მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ საგადასახადო სერვისს, რომელიც მათ შორის მომიცავს საგადასახადო დეკლარაციის მომზადების და წარდგენის სერვისს ფიზიკური პირებისთვის, კომპანიებისთვის, საწარმოებისთვის და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ყველა ზომის და საგადასახადო სტრუქტურის. ჩვენს გამოცდილ საგადასახადო პროფესიონალებს აქვთ საქართველოში საგადასახადო და საბაჟო ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის ათწლეულზე მეტი გამოცდილება.

სტრატეგიული საგადასახადო დაგეგმვა

ჩვენ ვცილდებით ჩვეულებრივ საგადასახადო მომზადებას, რათა დაგეხმაროთ ეფექტურად დაგეგმოთ, და არ გადაიხადოთ იმაზე მეტი გადასახადი, ვიდრე საჭიროა. ჩვენი ექსპერტები აანალიზებენ თქვენს ინდივიდუალურ ბიზნესს, რათა დაადგინონ კრედიტები, გამოქვითვები და გამონაკლისები, რომლებიც თქვენთვის სასარგებლოა. საქართველოში ბევრი საგადასახადო შეღავათის გამოყენების შესაძლებლობაა.

საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა

ჩვენ ვიყენებთ საქართველოში ხშირად გაომყენებად სააღრიცხვო სისტემებს, როგორიცაა Fina, Oris, C1, Balance. ჩვენი პროცესის სიმარტივე ამცირებს თქვენს გადასახადებთან დაკავშირებულ სტრესს და დაზოგავს თქვენს ძვირფას დროს, გარდა ამისა გეხმარებით სახელფასო აღრიცხვასა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში.

ჩვენ პროფესიონალიზმს, სიზუსტესა და სწორ დაგეგმვას უზრუნველვყოფთ, რაც გარანტიას გაძლევთ დაიცვათ საქართველოს საგადასახადო კანონები. ქართული ბიზნესის უმეტესობას ყოველთვიურად ესაჭიროება საგადასახადო მომსახურება. ჩვენი საგადასახადო ბუღალტერი ზრუნავს ყველა დეტალზე, რათა თქვენ სრულად დარჩეთ კანონის სწორ მხარეს.

FAQ

ხშირი კითხვები

01რა არის ბუღალტრული აღრიცხვა და რატომაა მნიშვნელოვანი?

ბუღალტრული აღრიცხვა არის თქვენი ბიზნესის ფინანსური ტრანზაქციების სრული და სწორი დოკუმენტაცია. ეს არის მნიშვნელოვანი ფინანსური გამართულობისთვის.

02ბუღალტრული სერვისის დროს ან დასრულების შემდეგ დაცულია მონაცემთა უსაფრთხოება?

ჩვენ გვაქვს მკაცრი უსაფრთხოების სტანდარტები, თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე სრულიად შეგვიძლია პასუხისმგებლობის აღება.

03რომელ სფეროს უწევთ საბუღალტრო მომსახურებას?

ჩვენ მომსახურებას ვუწევთ ბიზნესის ყველა სექტორს, ნებისმიერი ზომის კომპანიას.

04რას მოიცავს ჩვენი ბუღალტრული მომსახურება?

ჩვენ ვთავაზობთ ფინანსურ ანგარიშგების შემზადებას, საგადასახადო დეკლარაციების გამოთვლას და ხელფასების აღრიცხვას.