ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
ფინანსური ანგარიშგება არის ინფორმაცია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, მის მიერ განხორციელებული საქმიანობის და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში.
საქართველოში არის 4 კატეგორიის კომპანიები, მათი ზომის, ბრუნვისა და დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით - ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები განსხვავდება. მინიმალური სტანდარტი, რომელიც განსაზღვრულია ყველაზე მცირე კომპანიისთვის, არის მინიმუმ წელიწადში ერთხელ ფინანსური ანგარიშის წარდგენა.
ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები ვალდებულნი არიან წარადგინონ გასული წლის ფინანსური ანგარიშგება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე.
ჩვენი იურიდიული კომპანია დაგეხმარებათ სრულფასოვანი ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში, გარდა ამისა ბუღალტრული მომსახურებით უზრუნვეყოფს ნებისმიერი ფინანსური კონსულტაციის გაწევას, იქნება ეს სახელფასო აღრიცხვა, საგადასახადო დეკლარიის მომზადება თუ შიდა აუდიტის სერვისები.
ფინანსური აღრიცხვა და კონსულტაცია
ჩვენი ფინანსური ანგარიშგების და აღრიცხვის სერვისები საქართველოში შექმნილია ბიზნესისთვის ფინანსური შესაბამისობისა და ანგარიშგების რთული სამყაროს გასამარტივებლად. ჩვენ ვფარავთ სხვადასხვა ასპექტს, რათა უზრუნველვყოთ თქვენი ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო დეკლარაციები არა მხოლოდ ზუსტი, არამედ წარდგენილი დროულად და შესაბამისობაში.
ჩვენი სერვისები მოიცავს ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, თქვენი ფინანსური ანგარიშგების და ტრანზაქციების საფუძვლიანი განხილვის შემდეგ - წლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა.
LTA-სთან ერთად, თქვენ გყავთ სანდო პარტნიორი და საგადასახადო მრჩეველი, რომელიც ზრუნავს თქვენი ფინანსური ჩანაწერები იყოს ზუსტი, დროული და საქართველოს რეგულაციების შესაბამისობაში.




