კონტაქტი

22 ივნ. 2023 · 5 წუთი · 1929 ნახვა

კრიპტოვალუტის ლიცენზია საქართველოში

კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობა ახლა ლიცენზირებულია საქართველოში. სტატია აღწერს კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებულ წესებსა და რეგულაციას საქართველოში.

საქართველოში დარეგულირდა კრიპტოვალუტის (ვირტუალური აქტივის) მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესები.

მთავარი ინფორმაცია ასეთი პირების რეგისტრაციის მიზნებისთვის:

o  ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი შესაძლებელია იყოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული და რეგისტრირებული იურიდიული პირი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება.

o  დაუშვებელია ფიზიკურ პირებზე ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა.

დაინტერესებულმა პირმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია :

ა ) შევსებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სარეგისტრაციო ფორმა

ბ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ გასაწევი ვირტუალური აქტივის მომსახურების ჩამონათვალი;

გ) ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის  თითოეული ადმინისტრატორის შესახებ;

დ) ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

ე) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ცხრილი;

ვ) ყველა ჩართულ პირზე (მესაკუთრეების, ადმინისტრატორების და აშ) სრული ინფორმაცია, ბიოგრაფია, საპასპორტო მონაცემები და მათი განათლება - სამუშაო გამოცდილების, ნასამრთლობის შესახებ ინფორმაცია;

ნ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ო) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან;

პ) ვებგვერდის და აპლიკაციების დეტალები;

რ ) ამონაწერი უძრავ ქონებაზე, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას , სადაც განთავსებული იქნება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისი და ფილიალი/სერვისცენტრი;

ს) დეტალური ინფორმაცია ფილიალების შესახებ;

ტ ) თუ დაინტერესებული პირი ახორციელებს/გეგმავს ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლას (გარდა, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით ურთიერთგადაცვლისა) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, მომხმარებლისგან ნაღდი ფულის მიღების ან მისთვის გადაცემის გზით:

ტ.ა) სათავო ოფისისა და ფილიალების გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი;

ტ.ბ) სათავო ოფისისა და ფილიალების შიდა პერიმეტრზე (საოპერაციო ფართი და სალარო) ვიდეომეთვალყურეობის კამერების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კამერების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამონტაჟების დოკუმენტი ან/და ფოტომასალა);

უ) ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების დეტალური სქემატური აღწერა.

ფ) ვირტუალური აქტივის მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის მწარმოებლის შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ამონაწერი და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

ქ ) ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ / რეგისტრირებულ ან / და უცხო ქვეყანაში ლიცენზირებულ / რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან დაინტერესებული პირის სახელშეკრულებო ურთიერთობის შესახებ ;

ღ) ბიზნესგეგმა ( სულ მცირე მომდევნო 3 წლის ბიუჯეტის პროგნოზით ), რომელიც ადასტურებს , რომ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს დანერგოს სათანადო და შესაბამისი სისტემები , ასევე გააჩნია შესაბამისი რესურსები და პროცედურები საქმიანობის განსახორციელებლად. ამასთან , ბიზნესგეგმა უნდა ადასტურებდეს, რომ დაინტერესებული პირი გეგმავს საქმიანობის განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე;

ყ) დაინტერესებული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ყ.ა) სათავო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამონათვალს, მათი ფუნქციების და დასაქმებულთა რაოდენობის მითითებით, ასევე, სათავო ოფისის სტრუქტურული განვითარების გეგმას რეგისტრაციის შემდეგ საქმიანობის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში;

ყ.ბ) თუ დაინტერესებული პირი საქმიანობას განახორციელებს ფილიალების მეშვეობით – ამ ფილიალების ფუნქციების აღწერას;

შ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შესაბამისობის კონტროლის სისტემის დასანერგად შემუშავებული შიდა ინსტრუქცია (პოლიტიკა-პროცედურა).

ჩ) განცხადება, რომლითაც დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, დანერგილი აქვს/საქმიანობის დაწყებამდე დანერგავს შესაბამისობის კონტროლის სისტემას.

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისის, ფილიალების, თვითმომსახურების კიოსკის და ელექტრონული სისტემის მიმართ მოთხოვნები

  • ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე განათავსოს სათავო ოფისი , საიდანაც მისი ადმინისტრატორი/ადმინისტრატორები განახორციელებენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის ფაქტობრივ მართვას .
  • სათავო ოფისი, როგორც უძრავი ქონება, ასევე, მისი აღჭურვილობა უნდა იძლეოდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების ეფექტურად მართვის და კონტროლის, ასევე ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად შემოწმების საშუალებას.
  • ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისი ფიზიკურად გამიჯნული უნდა იყოს სხვა პირის მიერ ნებისმიერი დანიშნულებით გამოყენებული ფართისგან.
  • ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შესრულებული ოპერაციები მის სისტემაში სრულად უნდა იყოს აღრიცხული , სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს აღრიცხული ინფორმაციის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედების ე.წ. „ლოგირება“ და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისიდან მათ შესახებ ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება.
  • ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ერთ - ერთი პირი კალენდარული თვის განმავლობაში არანაკლებ 14 კალენდარული დღისა უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნებით და დოკუმენტთა ჩამონათვალით არ ამოიწურება ყველაა მოთხოვნა რაც არის კრიპტო ბროკერებთან მიმართებაში. ყოველი ცალკეული შემთხვევაში განსხვავდება. დეტალური კონსულტაციისთვის შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი სიტუაცია და ჩვენი იურიდიული კომპანია შეძლებს თქვენთვის კონსულტაციის გაწევას.

Do you need assistance in Georgia?

  • Free first consultation
  • Local & remote support
  • We answer within one hour
კონტაქტი