კონტაქტი

23 თებ. 2026 · 220 ნახვა

სიახლეები ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის თაობაზე

სტატიაში მიმოვიხილავთ ახალი ბინადრობის სახეს, ვისზე გავრცელდება ის და რა მოთხოვნებს უნდა აკმოყოფილებდეთ მის მისაღებად.

სიახლეები ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT)

სფეროში დასაქმებული პირის

დროებითი ბინადრობის ნებართვის თაობაზე

2025 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს კანონში გაჩნდა ახალი ბინადრობის სახე ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირებისთვის. ამ სტატიაში ვისაუბრებთ კონკრეტულად ვის შეუძლია ამ სახის ბინადრობის მიღება და რა მოთხვნებია კანონით დადგენილი.

ამ საფუძვლით ბინადრობის ნებართვა გაიცემა სამი სახის სუბიექტზე, შრომის ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე, მცირე მეწარმეზე და IT სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობაზე, ასევე ყველა ამ კატეგორიის სუბიექტის ოჯახის წევრებზე.

ქვემოთ განვიხილავთ თითოეული მათგანის მიმართ, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:

1. ბინადრობის ნებართვა IT სფეროში შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ შრომით იმიგრანტზე, რომელიც სამინისტროს ელექტრონულ პორტალზეა რეგისტრირებული და მისი ოჯახის წევრებზე;

მთავარი მოთხოვნებია:

  • ·       IT სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ესენი შეიძლება იყოს მომსახურების გაწევის/შრომითი ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს თქვენს საქმიანობას ამ სფეროში; იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ხსენებულ სფეროში გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, შეიძლება საჭირო გახდეს ინვოისების, მიღებული ანაზღაურების დოკუმენტის, კლიენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტურის და სხვა დოკუმენტების ერთობლიობის წარდგენა.
  • ·       ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში IT სფეროში საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. გასათალისწინებელია, რომ ანაზღაურება მიღებული უნდა იყოს ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით; აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად გამოდგება თქვენი ამონაწერი ბანკიდან, სადაც ჩანს რომ შემოსავლები მიღებულია IT სფეროში, თქვენს მიერ განხორციელებული საქმიანობიდან.
  • 2. უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და მის ოჯახის წევრებზე;

მთავარი მოთხოვნები აქაც იგივეა:

  • ·       IT სფეროში საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ·       ბოლო 1 წლის განმავლობაში IT სფეროში საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის.
  • 3. IT სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და მის ოჯახის წევრებზე.

ამ შემთხვევაში კი წარმოსადგენი იქნება IT სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვინ მიიჩნევა IT სფეროში დასაქმებულ პირად?

1. უცხოელი, რომელიც ეწევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაციის (ISCO-08) 25-ე კოდითა და იმავე კოდის შესაბამისი ქვეკოდებით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას. ესენია:

25 ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები

    251 პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების შემუშავების სპეციალისტები და ანალიტიკოსები

          2511 სისტემური ანალიტიკოსები

          2512 პროგრამისტები

          2513 Web-ის და მულტიმედიური პროგრამების შემუშავების სპეციალისტები

          2514 აპლიკაციების პროგრამისტები

         2519 პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების შემუშავების სპეციალისტები და ანალიტიკოსები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

252 მონაცემთა ბაზებისა და ქსელების სპეციალისტები

      2521 მონაცემთა ბაზის დიზაინერები და ადმინისტრატორები

      2522 სისტემური ადმინისტრატორები

      2523 კომპიუტერული ქსელების სპეციალისტები

      2529 მონაცემთა ბაზებისა და ქსელების სპეციალისტები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი

  • 2. უცხოელი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 58.21, 58.29, 62.01, 62.02, 62.03, 62.09, 63.1 და 63.12 კოდებით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას. ესენია:
  • ·       კომპიუტერული თამაშების გამოცემა ყველა პლატფორმისათვის
  • ·       მზა (სტანდარტული) პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა
  • ·       პროგრამული უზრუნველყოფის დაწერის, მოდიფიცირების, ტესტირების და ტექნიკური მხარდაჭერის საქმიანობები და ა.შ.

კანონის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ IT სფეროში დასაქმებული პირი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდეს 183 დღე, ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთვევაში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეწყდება.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით წარმატებით განხორციელდა IT სფეროში ბინადრობის ნებართვის მიღება, კომპიუტერული თამაშების სფეროში მოღვაწე პროფესიონალის მიერ.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითბულ კრიტერიუმებს, მოგვმართეთ და დაგეხმარებით თქვენი განცხადების გამართვაში. მზად ვართ, გაგიწიოთ სრულყოფილი სამართლებრივი მხარდაჭერა როგორც IT ბინადრობის ნებართვის, ასევე ნებისმიერი სხვა სამართლებრივი საფუძვლით ბინადრობის ნებართვის მიღების წარმოებაში.

Do you need assistance in Georgia?

  • Free first consultation
  • Local & remote support
  • We answer within one hour
კონტაქტი