გვიამბეთ თქვენი საჭიროებების შესახებ

გააზიარეთ თქვენი მონაცემები პროექტის შეფასების მისაღებად ან შეეხეთ ნებისმიერ მესინჯერს

1 ოქტ. 2025 · 897 ნახვა

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება საქართველოში

ამ სტატიაში გაეცნობით თუ რას გულისხმობს ორმაგი დაბეგვრა, როგორ ავარიდოთ თავი მას და რა მოთხოვნებია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებები/ორმაგი დაბეგვრის შესახებ შეთანხმებები (DTA) ძირითადად ორ ქვეყანას შორის ორმაგი დაბეგვრის აღმოსაფხვრელად იდება. ისინი სასარგებლოა, როდესაც იურიდიული ან ფიზიკური პირი მოქმედებს უცხო ქვეყანაში ან იღებს შემოსავალს სხვა ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობიდან.

პრაქტიკაში, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებები  უზრუნველყოფს, რომ ერთი და იგივე შემოსავალი ორჯერ არ დაიბეგროს — ერთხელ იმ ქვეყანაში, სადაც ის გენერირდება და მეორედ გადასახადის გადამხდელის რეზიდენტობის ქვეყანაში. ამის ნაცვლად, შეთანხმება განსაზღვრავს, რომელ ქვეყანას აქვს დაბეგვრის პრიორიტეტული უფლება და რა სიტუაციებში გამოიყენება კრედიტები, გადასახადისგან გათავისუფლება ან შემცირებული საგადასახადო განაკვეთები.

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების სისტემა საქართელოში

საქართველოში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 58 შეთანხმებაა. ყველა მათგანის სია შეგიძლიათ იხილოთ აქ .

ეს ნიშნავს, რომ 58 ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტებს შეუძლიათ ორმაგი დაბეგვრის აღმოფხვრა საქართველოში საქმიაონობისას და პირიქით.

ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის ეს ქმნის პროგნოზირებად და სამართლიან საგადასახადო გარემოს, რაც საქართველოს მიმზიდველს ხდის საზღვრისპირა ვაჭრობისთვის, ინვესტიციებისა და რელოკაციისთის.

საგადასახადო რეზიდენტობის როლი

ორმაგი დაბეგვრის აღმოფხვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა მოქმედი სუბიექტის საგადასახადო რეზიდენტობაა.

თუ თქვენ ხართ იმ ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტი, რომელსაც საქართველოსთან აქვს გაფორმებული DTA, შეგიძლიათ შეამციროთ ან გააუქმოთ საქართველოდან მიღებულ დივიდენდებზე, პროცენტებზე ან როიალტზე დაკავებული გადასახადები.

ანალოგიურად, ხელშეკრულების მეორე მხარის ქვეყანაში მოქმედ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ საზღვარგარეთ შემცირებული გასადახადებით ან საერთოად გათავისუფლდნენ დაბეგვრისგან.

საგადასახადო რეზიდენტობა, როგორც წესი, დასტურდება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის მოწმობით. ამის გარეშე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება შეუძლებელია.

როგორც წესი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ თქვენ ამ კონკრეტულ ქვეყანაში მინიმუმ 183 დღის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეთ.

არსებობენ გარკვეული პირები, რომლებიც არცერთ ქვეყანაში 180 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ცხოვრობენ და მაინც სურთ გარკვეულ ქვეყნებთან კავშირის დამყარება და სტატუსის მინიჭება. ასეთ შემთხვევებში, ისინი ხშირად იყენებენ ჩვენს მომსახურებას საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მისაღებად, რადგან ისინი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირები არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აქედან გამომდინარე ისინი უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ პირადი საგადასახადო შეღავათებით უცხოური წყაროებიდან მიღებული შემოსავლისთვის. ამ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი სტატიები: საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მიღება და საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი  პირების საგადასახადო რეზიდენტობასთან დაკავშირებით .

მეორე უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია: ეკონომიკური და პირადი კავშირი ამ კონკრეტულ ქვეყანასთან.

ყველა სცენარი მკაფიოდ არის ნახსენები პირის საგადასახადო რეზიდენტობის განსასაზღვრად, თუ ორივე ქვეყანა მას საგადასახადო რეზიდენტად განიხილავს.

რომელ გადასახადებზე მოქმედებს შეღავათები?

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებები ყველა გადასახადს არ აუქმებს, თუმცა ისინი მკაფიოდ განსაზღვრავენ, თუ რომელი გადასახადები შეიძლება შემცირდეს ან რომელი გადასახდებისგან შეიძლება გათავისუფლდეთ საზღვარგარეთ მიღებული შემოსავლების დროს. ყველაზე გავრცელებული შეღავათები ვრცელდება შემდეგი სახის გადასახადებზე:

დივიდენდები – დაკავებული გადასახადის განაკვეთები, როგორც წესი, მცირდება ადგილობრივი 5%-დან 0–5%-მდე, შეთანხმების და აქციების წილის მიხედვით.

პროცენტი – უცხოელი კრედიტორებისთვის პროცენტის გადახდა ხშირად ექვემდებარება შემცირებულ (ზოგჯერ სრულიად თავისუფლდება) გადასახადს.

როიალტი  – არარეზიდენტებისთვის ლიცენზირების ან ინტელექტუალური საკუთრების გადახდები, როგორც წესი, იბეგრება უფრო დაბალი განაკვეთით ან სრულად გათავისუფლებულია გადასახადისგან.

ბიზნესის მოგება – როგორც წესი, იბეგრება მხოლოდ რეზიდენტობის ქვეყანაში, თუ საქართველოში არ არსებობს მუდმივი დაწესებულება (PE).

ნამეტი შემოსავალი – ხშირად გათავისუფლებულია წარმოშობის ქვეყანაში, დაბეგვრის უფლებები ენიჭება რეზიდენტობის ქვეყანას (გამონაკლისები ვრცელდება უძრავ ქონებაზე და ისეთი კომპანიის წილებზე რომლებიც დიდ ქონებას ფლობენ).

დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი - საზღვარგარეთ მიღებული ხელფასი შეიძლება გათავისუფლდეს გადასახადისგან, თუ ყოფნა 183 დღეზე ნაკლებია და სხვა პირობები დაკმაყოფილებულია.

ეს გათავისუფლებები ან შემცირებები ავტომატური არ არის — ისინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი დაამტკიცებს საგადასახადო რეზიდენტობას და დაიცავს საჭირო მოთხოვნებს (მაგ., რეზიდენტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა).

რა არის მუდმივი დაწესებულება?

მუდმივი დაწესებულება (PE) ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში ძირითადი ცნებაა. ის განსაზღვრავს, უნდა დაიბეგროს თუ არა უცხოური კომპანიის მოგება საქართველოში (ან ხელშეკრულების მეორე მხარედ წარმოდგენილ ქვეყანაში).

მარტივად რომ ვთქვათ, PE არსებობს, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანიას აქვს ფიქსირებული წარმომადგენლობა მეორე ქვეყანაში, რომლის მეშვეობითაც ის ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას.

მუდმივი დაწესებულების ტიპური ფორმები

  • ფილიალი ან წარმომადგენლობითი ოფისი
  • ოფისი, გაბრიკა ან სახელოსნო
  • სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო პროექტი, რომელიც გარკვეულ პერიოდზე მეტხანს გრძელდება (ჩვეულებრივ, 6-12 თვე, ხელშეკრულების მიხედვით) დამოკიდებული წარმომადგენელი, რომელიც რეგულარულად აფორმებს ხელშეკრულებებს კომპანიის სახელით.

რა არ არის მუდმივი დაწესებულება?

  • ობიექტები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ საქონლის შესანახად, საჩვენებლად ან მიწოდებისთვის
  • მოსამზადებელი ან დამხმარე აქტივობები (მაგ., ბაზრის კვლევა, რეკლამა)
  • დამოუკიდებელი წარმომადგენლები, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი საქმიანობის ჩვეულებრივ ფარგლებში

რატომ არის მნიშვნელოვანი მუდმივი დაწესებულება?

თუ არსებობს მუდმივი დაწესებულება: უცხოურმა კომპანიამ უნდა გადაიხადოს გადასახადი საქართველოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიკუთვნებულ მოგებაზე.

თუ მუდმივი დაწესებულება არ არსებობს: ბიზნესის მოგება იბეგრება მხოლოდ კომპანიის რეზიდენტობის ქვეყანაში და საქართველოს არ შეუძლია კორპორატიული საშემოსავლო გადასახადის დაწესება.

ეს წესი იცავს კომპანიებს ერთი და იგივე ბიზნეს საქმიანობისთვის მრავალ ქვეყანაში უსამართლო დაბეგვრისგან.

როგორ გამოიყენება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებები საქართველოში

ზოგადად, საერთაშორისო შეთანხმებები იერარქიით უფრო მაღლამდგომია, ვიდრე ადგილობრივი კანონები, შესაბამისად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებები უპირატესია საქართველოს საგადასახადო კოდექსთან მიმართებით, თუმცა, საგადასახადო პრობლემების თავიდან ასაცილებლად/მინიმიზაციისთვის რეკომენდებულია მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი ტექნიკური წესების დაცვა.

ჩვენ გვაქვს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 იანვრის N633 ბრძანება „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის შესახებ“.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებისას ან საქართველოში გადახდილი გადასახადების დაბრუნების მოთხოვნისას, გადასახადის გადამხდელებმა (როგორც რეზიდენტებმა, ასევე არარეზიდენტებმა) უნდა დაიცვან შემდეგი ზოგადი მოთხოვნები:

საგადასახადო რეზიდენტობის დამადასტურებელი საბუთი

აუცილებელია გადასახადის გადამხდელის სამშობლოს კომპეტენტური ორგანოდან რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.

ეს მოწმობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული და ნათარგმნი ქართულ ენაზე (თუ სხვა გამონაკლისი არ არის).

საქართველოს რეზიდენტებს ასევე შეუძლიათ ელექტრონულად მოითხოვონ და მიიღონ რეზიდენტობის მოწმობა შემოსავლების სამსახურიდან საზღვარგარეთ გამოსაყენებლად.

სწორად შევსებული ფორმები

ბრძანება ითვალისწინებს სავალდებულო ფორმებს DTA-ს შეღავათებზე წვდომისთვის:

ფორმა №1 – საგადასახადო აგენტის ინფორმაცია არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე

ფორმა №2 – არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ და მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე

ფორმა №3 – არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა და გაცემა

ბინადრობის მოწმობის ფორმა – გამოიყენება საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ ბინადრობის სტატუსის დასადასტურებლად.

შესაბამისი შემოსავლის ტიპები უნდა იყოს დეკლარირებული კოდებით

  • შემოსავლის სახის აღსანიშნავად, გამოიყენება შემდეგი კოდები:
  • ა) პროცენტი – 01;
  • ბ) დივიდენდი – 02;
  • გ) ნამეტი შემოსავალი - 03;
  • დ) როიალტი – 04;
  • ე) ანაზღაურება დამოუკიდებელი პირადი მომსახურებისათვის – 05;
  • ვ) ანაზღაურება დაქირავებით მუშაობისათვის – 06;
  • ზ) სხვა შემოსავალი – 07

ბენეფიციარი მფლობელობის მოთხოვნა

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათები (მაგ., დივიდენდებზე, პროცენტებზე, როიალტზე დარიცხული გადასახადის შემცირება) გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღები შემოსავლის ბენეფიციარი მფლობელია.

შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელად არ განიხილება პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, შემოსავლების ნომინალური მფლობელი/ მიმღები ან/და შუამავალი, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება იყოს შესაბამისი შემოსავლის პირდაპირი მიმღები ან ფორმალური მფლობელი.

ენა და თარგმანი

ფორმები უნდა შეივსოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

სახელები და მისამართები შეიძლება იყოს ლათინური შრიფტით, მაგრამ თუ რომელიმე დოკუმენტი უცხოურ ენაზეა დაწერილი, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

ვადები და პროცედურები

ფორმა №1 (საქართველოს საგადასახადო აგენტი) საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

არარეზიდენტის მიერ თანხის დაბრუნების მოთხოვნები (ფორმა №2) უნდა წარედგინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

საგადასახადო ორგანომ პასუხი 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გასცეს (შეიძლება გაგრძელდეს, თუ გამართლებულია).

თანხის დაბრუნება და შეტყობინებები

ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება ხდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმების შემდეგ.

საგადასახადო ორგანოები გასცემენ წერილობით დადასტურებებს ან სერტიფიკატებს (მაგ., ფორმა №3 დაკავებული გადასახადებისთვის).

აპოსტილი არ არის საჭირო

უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა არ საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზებას.

დასკვნა

საქართველოს ორმაგი დაბეგვრის შეთანხმებების სისტემა ნამდვილად ამცირებს ორმაგი დაბეგვრის რისკს — მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა დაადგენთ საგადასახადო რეზიდენტობას, სწორად კლასიფიცირებთ შემოსავალს, აკმაყოფილებთ ბენეფიციარი მესაკუთრეობის კრიტერიუმს და მოქმედებთ ბრძანება №633-ის პროცედურების მიხედვით. სწორად შესრულების შემთხვევაში, თქვენ მინიმუმამდე დაიყვანთ გადასახადის დაკარგვას, შეამცირებთ დავებს და გაზრდით საშემოსავლო შედეგიანობას უცხო ქვეყანაში მიღებული შემოსავლის შემთხვევაში.

დახმარება გჭირდება?

ჩვენ შეგვიძლია:

  • ·       შევამოწმოთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისობა და შემოსავლის ბენეფიციური მფლობელობა
  • ·       ფორმების №1/№2/№3 და რეზიდენტობის მოწმობების მომზადება და წარდგენა
  • ·       შევაფასოთ მუდმივი დაწესებულების რისკი და მოგების განაწილება
  • ·       თქვენი გადახდები დაუკავშირეთ ხელშეკრულების სწორ მუხლებსა და დაკავების განაკვეთებს

ეს სტატია ზოგადი ინფორმაციაა და არა საგადასახადო რჩევა. კონკრეტული შემთხვევებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კვალიფიციურ კონსულტანტს ( დაჯავშნეთ საგადასახადო კონსულტაცია ).

Do you need assistance in Georgia?

  • Free first consultation
  • Local & remote support
  • We answer within one hour
კონტაქტი