მემკვიდრეობითი სამართალი
კანონი მემკვიდრეობის შესახებ
მემკვიდრეობა, ეს არის გარდაცვლილი პირის ქონებრივი უფლებების და მოვალეობების სხვა პირებზე გადასვლა მემკვიდრეობის სამართლის ნორმების შესაბამისად.
მემკვიდრეობის საფუძვლებია ანდერძი და კანონი. ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ შეიტყოთ რას გულისხმობს ანდერძით მემკვიდრეობა და კანონით მემკვიდრეობა, რა იურიდიული ფაქტების არსებობაა საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად. მემკვიდრეობითი სამართალი, საოჯახო სამართლის მსგავსად, რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით.
სამემკვიდრეო მომსახურება მოიცავს:
- ანდერძის მომზადება და შესრულება
- მემკვიდრეობის მოთხოვნა და მიღება
- მემკვიდრეობის მიღების ვადის განსაზღვრა
- მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა
- წარმომადგენლობა ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში
- დავების გადაწყვეტა მემკვიდრეებს შორის
- სავალდებულო წილის განსაზღვრა და მისი მიღება
ადვიკატი მემკვიდრეობით სამართალში
ჩვენ ვაძლევთ მითითებებს მემკვიდრეობის საკითხებზე და ეფექტურად ვწყვეტთ სხვა ოჯახურ დავებს. რაც გამოგვარჩევს არის ჩვენი ერთგულება არასრულწლოვანთა უფლებების (სამოქალაქო) მიმართ, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ბავშვების საუკეთესო ინტერესები ოჯახთან დაკავშირებულ ნებისმიერ სასამართლო პროცესში.
ჩვენი იურიდიული კომპანია თბილისში გთავაზობთ უამრავ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მორგებულია ჩვენი კლიენტების მრავალფეროვან საჭიროებებზე. ჩვენ სპეციალიზირებულნი ვართ საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალში, რაც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას მთელი სამართლებრივი პროცესის განმავლობაში.
თუკი გჭირდებათ დახმარება ანდერძის შედგენაში, მემკვიდრეობით დავების განხილვაში, თუ უბრალოდ იურიდიული რჩევის მოძიება, ჩვენი გამოცდილი ადვოკატები ზრუნავენ თქვენი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.







