კონტაქტი

ᲒᲣᲜᲓᲘ

ლადო რაფავა

ასოცირებული პარტნიორი (იურიდიული დეპარტამენტი)

ლადო რაფავა LTA-ს ასოცირებული პარტნიორია 2019 წლიდან.

თავისი კარიერის მანძილზე, მან იმუშავა წამყვან საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებში, ასევე კერძო კომპანიებში, მათ შორის ღვინის ინდუსტრიაში. აღსანიშნავია მისი გამოცდილება წამყვან იურიდიულ კომპანიაში Gabunia & Partners, სადაც შეიძინა სასამართლოში დავების წარმოებისა და მოლაპარაკებების გამოცდილება და ამ მხრივ LTA-ს გუნდის ღირებული წარმომადგენელია.

მისი გამოცდილება მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმისწარმოების პრაქტიკას. მის ძლიერ მხარეს წარმოადგენს კლიენტის წარმომადგელობა სასამართლოში. იგი ასევე მუშაობს ინტელექტუალური, საკორპორაციო, საოჯახო და შრომით სამართალებრივ საკითხებზე. წარმატებით უწევს იურიდიულ მომსახურებას საბანკო, საფინანსო, სამრეწველო, ალკოჰოლურ ინდუსტრიებში მომუშავე კლიენტებს.

კლიენტები მას ახასიათებენ, როგორც „პროფესიონალ, ოპერატიულ და პუნქტუალურ იურისტს, რომელიც მზად არის არასტანდარტული თავსატეხების ამოსახსნელად.“ იხილეთ ჩვენი ყველა შეფასება

აღსანიშნავია, რომ ადვოკატად მუშაობისას ლადომ დავები აწარმოა საარბიტრაჟო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოშიც. გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზრუნვაც მისი მოვალეობის ნაწილია, რაც დავის შედეგის სრულყოფილებამდე მიყვანას და კლიენტის კმაყოფილებას განაპირობებს.

განათლება და კვალიფიკაცია

  • ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტი, თბილისი
  • შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის მაგისტრი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი
  • იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი

გუნდი

ჩვენი გუნდი

გიორგი ცაგურიამმართველი პარტნიორისაგადასახადო სამართლის ექსპერტი
მერი ტოგონიძეასოცირებული პარტნიორიბიზნესის, შრომის სამართლისა და უძრავი ქონების იურისტი
დოქტორი გიგა ადამიაექსპერტი / გერმანულენოვანი დესკიენერგეტიკის სამართალი, ტენდერები / შესყიდვების სამართალი
თამთა წირქვაძესისხლის სამართლის ადვოკატისისხლის სამართლის ექსპერტი, ადვოკატი
ნინო მეტრეველიუფროსი ბუღალტერი
თინათინ გაბისონიაასოცირებული პარტნიორი (ბუღალტერიის დეპარტამენტი)
ანუკი ქურდაძეუმცროსი იურისტი
თამთა ნადირაძესაიმიგრაციო სამართლის ადვოკატისაიმიგრაციო სამართლის ადვოკატი საქართველოში