შპს, სს, პარტნიორობა, ინდივიდუალური მეწარმე
ზოგადად, საქართველოში არსებობს 6 სახეობის საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელთაგან 5 არის იურიდიული პირი ესენია:
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს)
- კომანდიტური საზოგადოება (კს)
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)
- სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი
- ფიზიკური პირი, კერძოდ ინდივიდუალური მეწარმე
კომპანიის რეგისტრაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონით.
რეგისტრაციას დიდი იურიდიული მნიშვნელობა აქვს, რათა საჯაროობის გზით დაიცვას მესამე პირები და კრედიტორები და მოხდეს მათი პასუხისმგებლობის ფარგლების ზუსტი ფიქსაცია. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო).
კომპანიის დაფუძნებისთვის ასევე მნიშვნელოვანია სახელწოდების სწორად შერჩევა, მინდობილობის მომზადება, წესდების შემუშავება, შენატანის განხორციელება, ორგანოების დაფუძნება და ფუნქიათა გადანაწილება, ასევე პარტნიორთა მიერ საზოგადოების საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლა.
საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის დადებითი მხარეები
სწრაფი და მარტივი რეგისტრაციის პროცედურები
საქართველოში კომპანიის დარეგისტრირება შესაძლებელია რამდენიმე საათში. პროცესი მოიცავს მინიმალურ დოკუმენტაციას და 15 წუთიან ვიზიტს თბილისის სარეგისტრაციო ოფისში. იგივე ეხება მინდობილობით დარეგისტრირებულ კომპანიებს.
0-20% კორპორატიული გადასახადი
ბიზნესის ტიპის მიხედვით, კორპორატიულ შემოსავალზე გადასახადი შეიძლება განსხვავდებოდეს 0%-დან 20%-მდე. კომპანიები სრულად თავისუფალ ზონებში გარკვეულ საქმიანობაზე გადასახადებისგან თავისუფლდებიან.
არანაირი შეზღუდვა უცხო საკუთრებაზე ან დირექტორთა რაოდენობაზე
არ არსებობს შეზღუდვები იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება ფლობდეს კომპანიას. კომპანიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან ერთდროულად ორივე. ქართული კომპანიის მფლობელი ასევე შეიძლება იყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი. უფრო მეტიც, ქართულ კომპანიაში უცხოელი მეწილე შეიძლება იყოს ამავე კომპანიის დირექტორიც. არც დირექტორთა რაოდენობა მოცემულ კომპანიაში ექვემდებარება შეზღუდვას.
კომპანიის ჩამოყალიბება და მართვა დისტანციურად
საქართველოში კომპანიის დასაარსებლად არ არის საჭირო ფიზიკურად ადგილზე ყოფნა. ჩვენ შეგვიძლია დავარეგისტრიროთ თქვენი ბიზნესი საქართველოში მარტივი მინდობილობით და ყველაფერი ერთ დღეში, თქვენგან საჭირო დოკუმენტაციის მიღების მომენტიდან.
LTA-ის იურისტის კონსულტაცია და კომპანიის იურიდიულად მოწესრიგება
ჩვენი იურიდიული მომსახურება გაამარტივებს თქვენი ბიზნესის საქართველოში რეგისტრაციის პროცესს და ჩვენ მზად ვართ ყველა დეტალი გავიაროთ თქვენთან ერთად.
- შევაფასებთ თქვენი საჭრიოებებიდან გამომდინარე თუ რა სამართლებრივი ფორმა არის ყველაზე მისაღები თქვენთვის;
- ჩვენ განვსაზღვრავთ საჭირო დებულებებს, რომლებიც უნდა აისახოს სადამფუძნებლო დოკუემენტებში;
- შევამოწმებთ თქვენთვის სასურველი კომპანიის დასახელება არის თუ არა თავისუფალი;
- მოვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტს, მათ შორის მინდობილობას;
- შევადგენთ წესდებას;
- გავუძღვებით რეგისტრაციის ყველა პროცესს;
საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება მარტივია და მფლობელებისთვის საგადასახადო და რეპუტაციის შეღავათები უზარმაზარია, ჩვენი იურუდიული კომპანია გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას ბიზნესისთვის და დაგეხმარებათ საქართველოში ბიზნესის დაარსებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში.











