გვიამბეთ თქვენი საჭიროებების შესახებ

გააზიარეთ თქვენი მონაცემები პროექტის შეფასების მისაღებად ან შეეხეთ ნებისმიერ მესინჯერს

10 აგვ. 2024 · 235 ნახვა

სათამაშო ბიზნესსა და საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები 2024

ამ სტატიაში გაეცნობით რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის სათამაშო ბიზნესსა და საგადასახადო კოდექსში.

მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს “საგადასახადო კოდექსში”.

სათამაშო და საგადასახადო ცვლილებები ძალაში შევა 2024 წლის 01 დეკემბრიდან.

სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების 1 ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს 2 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება.

2 ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობისას 1 ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე − უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.

 მხოლოდ 1 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.

იგივე პრინციპი მოქმედებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების/ტოტალიზატორის ორგანიზების 1 ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს 2 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება.

2 ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობისას 1 ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე − უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ 1 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.

ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება, აგრეთვე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი).

განსხვავებული განაკვეთით დაიბეგრებიან ორგანიზატორები, ეს დამოკდებულია დასაბეგრი შემოსავალი მიღებულია საქართველოს მოქალაქეებისგან თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან.

ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15%-ით.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5%-ით.

თუ გჭირდებათ დახმარება საქართველოში აზარტული თამაშების ლიცენზიის მისაღებად, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენი განაცხადის პროცესში. ჩვენი იურიდიული ფირმა უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას იურიდიული მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და ამზადებს ყველაფერს შეუფერხებლად განაცხადის პროცესისთვის. ყოვლისმომცველი იურიდიული მომსახურებისა და ხელმძღვანელობისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

Do you need assistance in Georgia?

  • Free first consultation
  • Local & remote support
  • We answer within one hour
კონტაქტი