დასაშვებია, მაგრამ საჭიროებს ნებართვას:
საქართველოში ბიზნესის დაწყება და მართვა მეწარმეებს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია იმის გათალისწინება, რომ საჭიროა შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება კანონთან შესაბამისობისთვის და თქვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენი იურიდიული კომპანია იქნება თქვენი სანდო პარტნიორი და გაამარტივებს ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებისა კომპლექსურ პროცესს.
ვის სჭირდება ბიზნესის ლიცენზია საქართველოში?
ბიზნესის ნებრისმიერ ტიპს შეიძლება მოეთხოვებოდეს ლიცენზიის მიღება, მაგალითად სამედიცინო ლიცენზია, აზარტული თამაშების ლიცენზია თუ ფინანსური ლიცენზია.
რა ღირს საქართველოში ბიზნესის ლიცენზიის მოპოვება?
საქართველოში ბიზნესის ლიცენზიის მოპოვების ღირებულებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, როგორიცაა თქვენი ბიზნესის ტიპი, მდებარეობა და დამატებითი ნებართვები.
მაგალითად კაზინოს ლიცენზიის მოპოვება შეიძლება დაჯდეს 5 მილიონი ლარი წელიწადში. ზოგადად, საქართველოში ლიცენზიები და ნებართვები სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია.
რა დრო სჭირდება საქართველოში ბიზნესის ლიცენზიის მოპოვებას?
საქართველოში სპეციალური ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვების ვადები ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს, ეს დამოკიდებულია განცხადების სირთულეზე, მარეგულირებელი ორგანოების რეაგირების სისწრაფეზე და სხვა.
ჩვეულებრივ, განცხადების განხილვის ვადაა 1 თვე თუკი განცხადება ყველა წესის დაცვით არის შევსებული.
ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება LTA-ის დახმარებით
ჩვენი იურიდიული მომსახურება გთავაზობთ - კონსულტაცია საწყის ეტაპზე, დოკუმენტების მომზადება, თარგმნა, სანოტარო მომსახურება, განცხადების წარდგენა, მონიტორინგი და საბოლოოდ ლიცენზიისა და ნებართვის მოპოვება.










