ციფრული ბანკის ლიცენზირება საქართველოში
ციფრული ბანკის ლიცენზია წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მცდელობას ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარებას საქართველოში.
რა უპირატესობები აქვს ციფრულ ბანკს სხვა ბანკებთან მიმართებაში?
- · ინოვაცია და სისწრაფე: ციფრული ბანკები უფრო მოქნილი და ადაპტირებულია ბაზრის ცვლილებებთან. მათ შეუძლიათ სწრაფად მიიღონ ახალი ტექნოლოგიები, განახორციელონ ინოვაციური ფინანსური სერვისები და უპასუხონ კლიენტების საჭიროებებს უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციულმა ბანკებმა;
- · მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარება;
- · დიდი მონაცემების უკეთ გამოყენება;
- · ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლა და კონკურენციის გაზრდა საფინანსო სექტორში;
- · Მომხმარებელთან წვდომის არეალის გაფართოება. ციფრული პლატფორმები საშუალებას აძლევს ბანკებს მიაღწიონ უფრო ფართო აუდიტორიას, რაც ზრდის ბანკის პოტენციურ კლიენტთა ბაზას;
- · ციფრული საბანკო პლატფორმები იძლევა პერსონალიზებულ სერვისებს, ონლაინ 24/7 ზე ხელმისაწვდომობას.
ციფრული ბანკის ლიცენზიის მოპოვება გარკვეულწილად კომერციული საბანკო ლიცენზიის მოპოვების მსგავსი პროცესია. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა მიმართონ საქართველოს ეროვნულ ბანკს განცხადებით.
იმისთვის, რომ ციფრული ბანკი სრულად მართოთ საჭიროა რამდენიმე ეტაპის (ოთხი) გადალახვა. პირველი ეტაპი არის ციფრული ბანკის კონცეფციის დადასტურება. ეროვნული ბანკი ინოვაციების ოფისთან ერთად ინტერაქტიულად მუშაობს აპლიკანტთან, რათა დასრულდეს კონცეფცია ისე, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების მსურველებს საშუალება აქვთ საბანკო საქმიანობის ლიცენზიაზე წერილობითი განაცხადის წარდგენამდე გაიარონ კონსულტაცია ეროვნულ ბანკთან. წინასწარი კონსულტაციის მიზანია აპლიკანტებს დაეხმარონ პროცესის წარმართვაში და გაიაზრონ შესასრულებელი მოთხოვნები და ჰქონდეთ სწორი მოლოდინები.
ლიცენზირების ძირითადი მოთხოვნები
კაპიტალი
ჩვეულებრივი ბანკისთვის საჭირო კაპიტალი შეადგენს 50,000,000 ლარს.
ციფრული ბანკისთვის საჭირო კაპიტალი არის 5,000,000 დასაწყისში და უნდა გაიზარდოს თანდათან, სანამ არ მიაღწევს ბანკის სრულ სტატუსს.
ბიზნეს გეგმა
ლიცენზიის განმცხადებლის ბიზნეს გეგმა ფასდება ადეკვატურობის, მიზანშეწონილობისა და პოტენციური პოზიციის მიხედვით საბანკო სექტორში და ეს არის პროცესის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი. მინიმალური მოთხოვნები კანონით არის განსაზღვრული.
ადმინისტრატორები და აქციონერები
ლიცენზიის განაცხადი უნდა შეიცავდეს ადმინისტრატორისა და აქციონერის (პირდაპირი და არაპირდაპირი) შესახებ. ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ კანონითა1 და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ, უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით2
კორპორაციული მართვა და რისკების გამკლავება
ლიცენზიის მისაღებად განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მომზადებული შემდეგი დოკუმენტები:
- · ორგანიზაციული სტრუქტურა სამუშაოს აღწერა;
- · საკრედიტო რისკის, საბაზრო რისკის, ოპერატიული რისკის და სხვა შესაბამისი რისკების მართვის გეგმა;
- · კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების მოდელი;
- · კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშება ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნეს გეგმაში წარმოდგენილი ბიუჯეტის საფუძველზე;
- · სააღრიცხვო პოლიტიკა.
სალიცენზიო მოსაკრებელი განისაზღვრება 200 000 ლარით (სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად).
1 იხ. კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-21 თავი და ასევე „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულება“.
მოთხოვნები ციფრული ბანკის ლიცენზირებისთვის
ეტაპი 1: ციფრული ბანკის კონცეფციის დადასტურება.
ბიზნეს გეგმა:
განმცხადებელს უნდა შეეძლოს იმის დემონსტრირება, რომ მას აქვს ციფრული ბანკინგის მდგრადი ბიზნეს მოდელი, რომელიც არ არის მხოლოდ ზოგადი კონცეფცია.
ციფრული ბანკის კონცეფციის დოკუმენტმა უნდა აჩვენოს პროდუქტის ინოვაციურობა და ციფრული ბანკინგის კონცეფციასთან შესაბამისობა. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მომსახურების მიწოდების არხებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ.
ციფრული ბანკი უნდა იყოს ბიზნეს მოდელი, რომელსაც გააჩნია პოტენციალი გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, შეამციროს ფინანსური შუამავლობის ხარჯი.
ბიზნეს გეგმის დოკუმენტი უნდა შეიცავდეს:
· დეტალებს, თუ როგორ აპირებს განმცხადებელი წარმართოს თავისი ბიზნესი და თანდათან დააკმაყოფილოს მოთხოვნები სრული საბანკო ლიცენზიის მისაღებად;
· ფინანსური და საოპერაციო მიზნები, შესაბამისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ნიშნული და ვადები, რომლებიც გამოყენებული იქნება საქმიანობის წარმატების შესაფასებლად.
ტექნოლოგიური კრიტერიუმები:
ციფრული ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნოლოგიურ კრიტერიუმებს (სხვათა შორის, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ რამდენიმეს კომბინაცია შესაძლოა იყოს მისაღები):
· საბანკო სერვისების მიწოდებას ახორციელებს ძირითადად ელექტრონული არხებით;
· საბანკო სერვისების მოწოდებისას იყენებს ადგილობრივ ბაზარზე მატერიალურად ახალ ტექნოლოგიებს და/ან ინოვაციურ ტექნოლოგიურ ბიზნეს მოდელს;
2 წარმოდგენილი ინფორმაციის დეტალური ჩამონათვალი იხილეთ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლში.
- · ორიენტირებულია ღია ბანკინგზე და საბითუმო ბაზარზე საბანკო საქმის როგორც სერვისის მოდელის განვითარებაზე;
- · როგორც გარე, ასევე შიდა საბანკო მოდულები დაფუძნებულია API ინტერფეისზე და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ეფუძნება მოდულარულ მოწყობას (მგ. BIAN Standard - ის პრინციპებით);
- · გააჩნია მომხმარებლის იდენტიფიცირების, ავთენტურობის დადგენის ელექტრონული ტექნოლოგიური საშუალებები და შეუძლია აღნიშნული სერვისის მესამე მხარეებისთვისაც მოწოდება.
საქმიანობის შეწყვეტის გეგმა
- · იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთა დადგომის შემთხვევაში შეწყვეტის გეგმა ამუშავდება;
- · მის ამოქმედებაზე და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები და ორგანიზაციული სტრუქტურა;
- · გეგმის განხორციელებაში ხელისშემშლელი მატერიალური რისკების იდენტიფიკაციას და მის შემსუბუქებას;
- · მომხმარებელთა და ფინანსური სისტემისათვის შესაძლო შეფერხების მინიმიზაციის მექანიზმებს;
- · არხებს და წყაროებს, რომელიც გამოყენებული იქნება კლიენტებთან ანგარიშსწორებისთვის;
- · გაანალიზებული ჰქონდეს სერვისების ელექტრონული არხებით მოწოდების პროცესში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები და მათი შემცირების ღონისძიებები (რისი ერთ-ერთი მაჩვენებელიცაა კომპანიის AML(Anti-Money Laundering) დოკუემენტაციის არსებობა).
- · აკმაყოფილებდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაზეც უკვე საუბარი გვქონდა.
განმცხადებლის მიერ წარდგენილი ბიზნეს და საქმიანობის შეწყვეტის გეგმების პერიოდული გადახედვა და დაზუსტება მოხდება საქართელოს ეროვნული ბანკის მიერ
ეტაპი 2: ბანკის გამართვის პერიოდი, საწყისი მოდელის ინსაიდერებზე ტესტირება, საინფორმაციო სისტემების ტესტირება
მომდევნო ეტაპზე ლიცენზიის მფლობელმა უნდა გაიაროს კონცეფციის დამადასტურებელი ტესტი, რომელიც გულისხმობს ბიზნეს მოდელის სატესტო გარემოში შემოწმებას. გარდა ამისა, ბანკმა უნდა წარმოადგინოს:
· ბანკის სრულ საოპერაციო გარემოზე შეღწევადობის ტესტი, უსაფრთხოების სისტემების შეფასება და ქსელის აუდიტის ანგარიშები, ჩატარებული დამოუკიდებელი მესამე მხარის მიერ.
· აუდიტი და რისკის შეფასება აუთსორსირებული მესამე მხარის სისტემებისა და ქლაუდ სერვისის პროვაიდერებისთვის.
ეტაპი 3: შეზღუდული ციფრული ბანკი
მეორე ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სუბიექტს უნდა მიეცეს უფლება, განახორციელოს საბანკო ოპერაციები რეალურ გარემოში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტებში. ეს შეზღუდვები შეიძლება შეიცავდეს:
- · დეპოზიტებისა და ექვივალენტური კრედიტების მოზიდვა;
- · ლიკვიდურობა;
- · რთული ფინანსური პროდუქტების გამოყენება (მაგ. რთული წარმოებული და სტრუქტურირებული პროდუქტები). ეს არ გულისხმობს შეზღუდვებს ტექნოლოგიურად რთული პროდუქტების გამოყენებაზე.
- · საერთაშორისო ოპერაციები

ეტაპი 4: სრული ციფრული ბანკი
- · მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა - 50 000 000 ლარი;
- · ლიკვიდობის ალტერნატიული მოთხოვნები; LCR-NSFR-ის გამოთვლის ნაცვლად, ლიკვიდობის გადაფარვის მარტივი კოეფიციენტი გამოითვლება მოზიდული სახსრების პროპორციულად; საწყისი ზღვარი არის 100%.
- · შეზღუდვები საბანკო ოპერაციებზე. საბანკო ოპერაციები დასაშვებია მხოლოდ ტესტში მონაწილე ინსაიდერებისთვის.
- · პირობები და სტანდარტები სისტემური რისკის შეზღუდვისთვის და შემოთავაზებული ბიზნეს მოდელის პოტენციალის შესამოწმებლად. გარკვეული პირობები შეიძლება შეიცავდეს პირდაპირ ან შეცვლილ საოპერაციო მიზნებს და შესაბამის რაოდენობრივ და ხარისხობრივ სტანდარტებს, რომლებიც გამომდინარეობს ბიზნეს გეგმიდან.
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განხილვისას ეროვნულ ბანკს უფლება აქვს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი. დოკუმენტები გამოგზავნილი საზღვარგარეთიდან უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული.
ციფრული ბანკის ლიცენზირების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 წლისა. ციფრულ ბანკს შეუძლია დამატებით მოითხოვოს ამ პროცესის გაგრძელება არა უმეტეს 1 წლით.
ამჟამად საქართელოში შექმნილია ორი ციფრული ბანკი სს "პეისერა ბანკ საქართველო" და სს "ჰეში". ორივე ბანკი, შექმნიდან 7 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს და საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნებათ, მაგალითად ნებისმიერი სესხის გაცემა, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება და ა.შ. ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეტაპობრივად ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით.
თუ გსურს, რომ შემდეგი ციფრული საბანკო ანგარიში გახსნათ და მოიპოვოთ ლიცენზია ყველა წესის დაცვით, LTA-ს გუნდი მზადაა გაგიწიოთ კონსულტაცია და დაგეხმაროთ ამ პროცესის გამარტივებაში.
პასუხისმგებლობის უარყოფა: ეს არ არის იურიდიული ან საგადასახადო რჩევა. ჩვენი მოსაზრება არ არის სავალდებულო არც ერთი სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოსთვის. ნებისმიერი სახის ინვესტიცია რისკებს შეიცავს. ვებგვერდის გამოყენება არ იწვევს ადვოკატი/ბუღალტერი-კლიენტის ურთიერთობას.



