საქართველოს ეკონომიკურ გარემოში კომპანიის დაარსება საინტერესო შესაძლებლობებს გვთავაზობს, როგორც საგადასახადო გარემოს, ასევე ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციისთვის კი ოფიციალური - იურიდიული მისამართის არსებობა აუცილებელია.
ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ იურიდიული მისამართის მნიშვნელობას და სარგებლობას, ძირითადად სტარტაპებისთვის, მცირე ბიზნესისთვის, დისტანციურად მომუშავეებისთვის, ფრილანსერებისთვის და საერთაშორისო კომპანიებისთვის.
რა არის იურიდიული მისამართი?
იურიდიული მისამართი საქართველოში ნიშნავს კომპანიის ოფიციალურ ადგილს, სადაც შესაძლებელი იქნება წერილობითი კორესპონდენციის მიღება როგორც სახელმწიფო ორგანოებისგან, ასევე ხელშემკვრელი პირებისგან. კომპანიის რეგისტრაციის პროცედურისთვის იურიდიული მისამართის მითითება აუცილებელია, რისთვისაც აღნიშნულ მისამართზე მდებრე უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობის წარდგენა არის საჭირო.
იურიდიული მისამართი სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის
სტარტაპებისა და მცირე ბიზნესისთვის
სტარტაპებისა და მცირე ბიზნესისთვის, იურიდიული მისამართის არჩევამ საქართველოში შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ოპერაციულ ეფექტურობაზე და კომპანიის იმიჯზე. შეიძლება მომგებიანი იყოს ადგილის შერჩევა, რომელიც შეესაბამება თქვენს ბიზნეს საქმიანობას და სამიზნე ბაზარს.
დისტანციური მუშაკები და ინდივიდუალური მეწარმეები
გარდა დისტანციური თანამშრომლებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიმართ კეთილგანწყობისა, ქართული ბიზნეს გარემო ითვალისწინებს რა საერთო სამუშაო სივრცეების, ვირტუალური ოფისების და იურიდიული მისამართების გამოყენების სიმარტივეს აღნიშნული პირებისთვის, დასაშვებად მიიჩნევს ვირტუალური ოფისის მომსახურების გამოყენების პრაქტიკას, რაც შესაძლებელს ხდის მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან მუშაობას და ამავდროულად, საქართველოში ძირითადი ოპერაციების წარმოებას.
საერთაშორისო კომპანიები
პრესტიჟულ უბანში იურიდიული მისამართი შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს საერთაშორისო ბიზნესებისთვის, რომლებიც ოპერირებას იწყებენ საქართველოში. ეს გაამარტივებს პროცედურებს ბიზნესის რეგისტრაციისა და იურიდიული მიზნების თვალსაზრისით და განათავსებს კომპანიას კარგ მდგომარეობაში ადგილობრივი თანამშრომლობისა და საბანკო საჭიროებისთვის.
ელექტრონული კომერციის ბიზნესი
ელექტრონული კომერციის ბიზნეს საწარმოებისთვის საქართველოში იურიდიული მისამართი ხელს შეუწყობს გადახდის კარიბჭის გახსნას და ელექტრონული კომერციასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვას. ეს ასევე უნერგავს ნდობას მომხმარებლებსა და ადგილობრივ მომწოდებლებში.
იურიდიული მომსახურება საქართველოში
უცხოელ მეწარმეებთან მუშაობის დიდი გამოცდილებით და რამდენიმე ენაზე სერვისის შეთავაზების შესაძლებლობით, ჩვენი იურიდიული კომპანია მზადაა მიაწოდოს კომპანიებს იურიდიული მისამართი და მხარდაჭერა კომპანიის რეგისტრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველოში. ჩვენი იურისტები გვთავაზობენ იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს, დაწყებული კონსულტაციებით თქვენი ბიზნესის საჭიროებების თაობაზე, დოკუმენტების მომზადების, საოპერაციო საქმიანობის მხარდაჭერისა და საჭიროების შემთხვევაში, კლიენტების სასამართლოში წარმომადგენლობამდე.
ხშირად დასმული კითხვები
რა განსხვავებაა იურიდიულ მისამართსა და ბიზნეს მისამართს შორის?
იურიდიული მისამართი ითვლება რეგისტრირებული კომპანიის ოფიციალურ მისამართად და გამოიყენება ფორმალური მიზნებისთვის, როგორიცაა კომპანიის დაფუძნება, მისი კანონთან შესაბამისობა, წერილობითი კორესპონდენციის მიღება. ბიზნესის ფაქტობრივი მისამართი შეიძლება განსხვავდებოდეს იურიდიული მისამართისგან და შეიძლება მდებარეობდეს იქ, სადაც ბიზნესი ყოველდღიურ ოპერაციებს წარმართავს. აღნიშნული მისამართები, შესაძლოა ერთი და იგივეც იყოს.
რამდენი დრო სჭირდება იურიდიული მისამართის დადგენას და კომპანიის რეგისტრაციას საქართველოში?
ყველა აუცილებელი დოკუმენტის შედგენის შემდეგ, კომპანიის რეგისტრაციისთვის 1 ან 2 სამუშაო დღე არის საჭირო. იურიდიული მისამართის გამოყენებისთვის კი აუცილებელია მისამართზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა ასეთ გამოყენებაზე.
საჭიროა თუ არა იურიდიული მისამართი საქართველოში საბანკო ანგარიშის გასახსნელად?
დიახ, იურიდიული მისამართის არსებობა საქართველოში საბანკო ანგარიშის გახსნის ერთ-ერთი პირობაა.
რა ღირს თბილისში იურიდიული მისამართის რეგისტრაცია?
ფასები ცვალებადია იმის მიხედვით, თუ რა არჩევანს გააკეთებთ: ვირტუალური ოფისი, ფიზიკური სივრცის დაქირავება თუ ბიზნეს ცენტრის სერვისით სარგებლობა. ზოგადად რომ ვთქვათ, იურიდიული მისამართის თუ ვირტუალური ოფისის მომსახურება გაცილებით იაფია ევროპის სხვა დედაქალაქებში არსებულ ფასებთან შედარებით.



