როგორც წინა სტატიიდან გახსოვთ საქართველოს რეზიდენტად ითვლება:
- · ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში;
- · მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი;
- · ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.
ახლა კი, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირებს შეეხებათ.
ამ სტატიაში განვიხილავთ თუ რა ცვლილებებია კანონმდებლობაში, რომელიც ძალაში შევა 2023 წლის 15 აპრილიდან.
წინა სტატიაში განვმარტეთ, მაგრამ აქაც გავიმეორებთ მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირის დეფინიციას.
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირიფიზიკური პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან წლიური შემოსავალი განცხადების წარდგენამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს.
განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა საქართველოს რეზიდენტობის მოპოვების საფუძვლები, კერძოდ ერთ-ერთი მოთხოვნა გახდა, რომ პირი საქართველოში უნდა ფლობდეს ქონებას, რომლის ღირებულება იქნება არანაკლებ 500 000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში.
არ არის დაკონკრეტებული რა სახის ქონება უნდა იყოს ეს, ამიტომ, სავარაუდოა რომ მოიაზრება ნებისმიერი ქონება რომელიც პირს შეიძლება ჰქონდეს საქართველოში.
შესაბამისად საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების პირობებია:
ა) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას და აქვს ბინადრობის ნებართვა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან
ბ) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას და ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული წყაროდან განცხადების წარდგენამდე ბოლო საგადასახადო წელს მიიღო არანაკლებ 25 000 ლარის შემოსავალი.
თუ თქვენ ხართ მნიშვენლოვანი ქონებით უზრუნველყფილი პირი და გსურთ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვება - დაგვიკავშირდით და ჩვენ ოპერატიულად გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციას ამ მიზნის მისაღწევად თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი გზის ასარჩევად.



