როგორ გავხსნათ ანგარიში საქართველოში?
საქართველოს საბანკო სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები
როდესაც გადაწყვეტთ თქვენი ბიზნესის საქართველოში გადატანას / გაფართოებას, ან სტარტაპის გახსნას, ნამდვილად დაგჭირდებათ კორპორატიული საბანკო ანგარიშის გახსნა. ასევე, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით დაგჭირდებათ ქართული პირადი საბანკო ანგარიში.
საბანკო სექტორი საკმაოდ განვითარებულია საქართველოში. ყველა კომერციული ბანკი აკრედიტებულია და კონტროლდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. მომსახურება მოწინავეა, ინტერნეტ ბანკისა და კერძო ბანკის თანამედროვე დიზაინი და ფუნქციონირება მიმზიდველია. თუ მოახერხებთ ანგარიშის გააქტიურებას ყველა სერვისით, თქვენ არ გექნებათ პრობლემა დისტანციურად განახორციელოთ გადარიცხვები.
საქართველოში ბანკების ფართო სპექტრია, მათ შორის ყველაზე დიდია საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში გვთავაზობენ ფინანსური ოპერაციების უსაფრთხოებას და რიგ მომსახურების. ორივე კომპანიის აქვიები ლისტინგზეა ლონდონის საფონდო ბირჟაზე შესაბამისად, მათი საქმიანობა მკაცრი კონტროლისა და განხილვის ქვეშაა.
ქართული ბანკები იზიდავენ მომხმარებლებს იმ ფაქტით, რომ საქართველო არ არის Common Reporting Standard-ის (CRS) ფინანსურ ანგარიშებზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის წევრი ქვეყანა. ამიტომ ქართულ ბანკებს არ აქვთ ვალდებულება ავტომატურად გადასცენ ნებისმიერი მონაცემი ინფორმაციის ავტომატური გაცვლის გლობალურ სისტემაში, რაც იწვევს ჩვენს ზოგიერთ კლიენტში უფრო მეტი უსაფრთხოების განცდას. თუმცა, საქართველო გეგმავს ფინანსური ინფორმაციის გაცვლის დაწყებას 2023 წლისთვის (ამდენად, გახდება CRS- ის წევრი). ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ინფორმაციის პირველი გაცვლა მოხდება 2023 წელს - კერძოდ 2022 ფინანსური წლისთვის.
პროცედურა
საბანკო ანგარიშზე განაცხადის პროცედურა და მისი გახსნის წარმატებულობის შანსი სხვადასხვაა, იგი დამოკიდებულია განმცხადებლის რეზიდენტობაზე, საბანკო ანგარიშის ტიპზე (პირადი თუ კორპორატიული), თავად ბიზნესის ტიპზე და პროცესის განხორციელების გზაზე - მინდობილობით / პირადად.
საქართველო ერთ-ერთია იმ იშვიათ სახელმწიფოთაგან, რომელიც იძლევა საბანკო ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას მინდობილობის საფუძველზე, თუმცა, ტექნიკურად ასეთი პროცესი ხშირ შემთხვევაში არ მუშაობს და შეიძლება მაინც მოითხოვონ თქვენი ვიზიტი ბანკში, ქვემოთ გვექნება საუბარი ამ საკითხზე უფრო დეტალურად.
პირადი საბანკო ანგარიშის გახსნა საქართველოში
საქართველოს რეზიდენტის მიერ
ნებისმიერი ქართული ბანკი მზადაა მოემსახუროს საგადასახადო რეზიდენტს და/ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირს. საგადასახადო ბინადრობა და ბინადრობის ნებართვა ორი განსხვავებული ცნებაა, ბინადრობის ნებართვა განიჭებთ უფლებას იცხოვროთ საქართველოში, ხოლო საგადასახადო რეზიდენტობა კი განსაზღვრავს არის თუ არა პირი დაბეგვრის სუბიექტი საქართველოში, უკანასკნელის განმსაზღვრელილ როგორც წესი არის 183-ზე დღეზე მეტი საქართველოსი გატარება ნებისმიერი 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში.
რეზიდენტის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნა, მინდობილობით ან პირადად, არის ძალიან მარტივი პროცედურა. რაც შეეხება დოკუმენტებს, წარსადგენად საკმარისია პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ მინდობილობას, დაგჭირდებათ პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული და აპოსტილირებული ასლი ან პირადობის მოწმობა (აპოსტილი ან ლეგალიზაციია საჭიროა იმ შემთხვევაში თუ მინდობილობა იგზავნება საზღვარგარეთიდან).
არარეზიდენტის მიერ
პირადად
პრაქტიკიდან გამომდინარე ჩანს, რომ ყველა ქართული ბანკი უხსნის საბანკო ანგარიშს არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს, თუ პირი პირადად მიმართავს ბანკს (არა მინდობილობით). მისამართის მტკიცებულება არ არის საჭირო, საკმარისია მხოლოდ თქვენი პასპორტი. ამ შემთხვევაში ზირითადად KYC (იცნობდე შენს კლიენტს) – ის მარტივი ფორმა ივსება, რომელსაც ავსებთ თავად ან მას ავსებს ბანკის თანამშრომელი. ინტერნეტ ბანკი, დიჯიპასი (ტოკენი), (Visa, Mastercard) ბარათები - ამ ყველაფრის მიღება საკმაოდ მარტივია და პირადი მიმართვისას უპრობლემოდ განხორციელებადი.
საბანკო ანგარიშის გახსნა დისტანციურად
საქართველოში ბანკების რაოდენობა, რომელთაც სურთ საბანკო ანგარიშების გახსნა არარეზიდენტებისთვის მინდობილობის მეშვეობით, ყოველწლიურად მცირდება. საქართველოში თითქმის არ არსებობს ბანკი, სადაც თქვენ შეძლებთ პირადი საბანკო ანგარიშის გახსნას მონდობილობის საშუალებით, მიუხედავად რეზიდენტობისა. თიბისი ბანკი ერთადერთი ბანკია, სადაც ეს კვლავ დაშვებულია ამ სტატიის დაწერის მომენტში.
TBC–ში ივსება KYC–ის ფორმა და განმცხადებელი ექვემდებარება მნიშვნელოვან AML შემოწმებას. ამიტომ, ჩვენ გავდივართ კლიენტის წინასწარი დამტკიცების პროცესს ბანკთან, რაც ამცირებს განაცხადის წარუმატებლობის რისკს.
მიუხედავად იმისა, რომ TBC ბანკი ზემოაღნიშნულ პროცესს უშვებს, არსებობს დაბრკოლებები საბანკო ანგარიშის სერვისებზე სრული წვდომისა და ბარათების მოპოვებასთან დაკავშირებით. ბევრი ჩვეულებრივი საბანკო მომსახურება (როგორიცაა ინტერნეტ ბანკი) ჯერ კიდევ შეზღუდულია დისტანციური კლიენტებისთვის, მაშინაც კი, თუ მინდობილობა იძლევა სრულ უფლებას განმცხადებლის სახელით ყველა სახის ქმედებაზე. თუმცა, ჩვენი გამოცდილი გუნდის წევრი პროფესიონალები არიან ჩართულები ამგვარი დაბრკოლებების გადალხვაში, დისტანციურად, ისე რომ არ მოხდეს ჩვენი კლიენტების შეწუხება და ზედმეტი ხარჯების გაწევა.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი აზრით სერვისებზე სრული წვდომის მიღების დისტანციურად მიღების საშუალება დროებითია და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში დაიხურება საბანკო მომსახურების დისტანციურად შეძენის ყველა გზა, ვინაიდან მიმდინარეობს საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოების ევროპულ კანონდემბლობასთან დაახლების პროვესი, რაც უბიძგებს საბანკო სექტორს განახორციელოს უფრო მკაცრი პოლიტიკა.
უფრო მეტიც, მაშინაც კი, თუ ჩვენ შევძლებთ საბანკო ანგარიშის დისტანციურად გახსნას, ეს არ ნიშნავს რომ ის არ შეიძლება შეჩერდეს ან დაიხუროს. ეს შეიძლება მოხდეს, თუ პირი იღებს დიდი რაოდენობით ტრანსფერს და უარს იტყვის ან ვერ შეძლებს ამ კონკრეტული გადარიცხვის ლეგიტიმაციის დამადასტურეებელი დოკუმენტის ჩვენებას და /ან დაუყოვნებლივ გადარიცხავს მიღებულ დიდი თანხის ოდენობას სხვაგან, ისევ და ისევ, რაციონალური ახსნის გარეშე.
კორპორატიული საბანკო ანგარიშის გახსნა საქართველოში
როდესაც პარტნიორი / პარტნიორები საქართველოს რეზიდენტები არიან
თუ კორპორატიულ საბანკო ანგარიშზე განაცხადი შეტანილია იმ კომპანიის / ინდივიდუალური მეწარმის მიერ, რომლის აქციონერი (თითოეული 20%+ წილის მქონე მესაკუთრე / თვითდასაქმებული) არის საქართველოს რეზიდენტი (განსაზღვრულია ზემოთ), არანაირი პრობლემა არ იქნება საბანკო ანგარიშის გახსნისას, მათ შორის მინდობილობით საბანკო ანგარიშის გახსნისას.
თუმცა, ყველა სერვისი რომ გააქტიურდეს შესაძლოა კომპანიის დირექტორის / დირექტორების ბანკში გამოცხადება გახდეს საჭირო.
როდესაც პარტნიორი / პარტნიორები არ არიან საქართველოს რეზიდენტები
არარეზიდენტი პირის მფლობელობაში მყოფი კომპანიის საბანკო ანგარიშის გახსნა არის რთული პროცედურა საქართველოში. ერთადერთი ქართული ბანკი, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელიც ჯერ კიდევ ხსნის საბანკო ანგარიშებს ასეთ შემთხვევებში, არის TBC ბანკი. სხვა ბანკების 90% უარს ამბობს განაცხადზე თითქმის ავტომატურად, ბანკების 10% (გარდა TBC-სა) იწყებს კომპანიის შემოწმებას, მაგრამ 1 ან 2 დღეში აცნობებს განმცხადებელს უარის შესახებ.
თუ კომპანია ეკუთვნის ფიზიკურ პირს (პირებს) და ისინი პირადად სტუმრობენ ბანკს - წარმატების შანსი ძალიან მაღალია. პროცედურა შეიძლება გაგრძელდეს 1 დღე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. თუმცა, გაითვალისწინეთ „საქართველოში ყოფნის“ პოლიტიკა (განიხილება ქვემოთ) და გადარიცხვების ლეგიტიმურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანგარიში შეიძლება დაიხუროს.
თუ განცხადება შედგენილია მინდობილობის საფუძველზე და ან კომპანიის მფლობელი არის უცხოური იურიდიული პირი - საბანკო ანგარიშის გახსნის შანსი მცირდება, გახდება ბევრად უფრო ხანგრძლივი და გახსნის შემთხვევაშიც კი - ყველა საბანკო მომსახურება არ იქნება გააქტიურებული დისტანციურად. ასეთ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ, ბანკმა შეიძლება მოითხოვოს დირექტორის ვიზიტი.
აქაც გასათვალისიწინებელია, რომ ანგარიშის წარმატებული გახსნის შემთხვევაშიც, ანგარიშები მაინც შეიძლება დაიხუროს, თუ ბიზნესი არ აკმაყოფილებს „საქართველოში ყოფნის“ პოლიტიკას და / ან არღვევს „არატრანზიტული საბანკო ანგარიშის“ პოლიტიკას.
არატრანზიტული ანგარიში
რა საქმიანობას ახორციელებს კომპანია? - ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელსაც ბანკი სვამს კომპანიასთან დაკავშირებით. ბანკს სურს დარწმუნდეს, რომ ბიზნესი, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, არ წარმართავს რაიმე უკანონო საქმიანობას და რომ ის შეესაბამება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას. ისინი მოითხოვენ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ვებ-გვერდი, კონტრაქტები კონტრაგენტებთან, კონტრაქტები კლიენტებთან და დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში ყოფნასთან.
საქართველოში ყოფნა
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში საბანკო ანგარიშის გახსნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის საქართველოში ყოფნა, რომელიც დასაბუთებული იქნება ქვემოთ მოყვანილი სხვადასხვა მტკიცებულებებითა და არგუმენტებით. რაც უფრო მეტი კავშირი გაქვთ საქართველოსთან, მით უფრო გექნებათ შანსი მოიპოვოთ ბანკების ნდობა და შედეგად გახსნათ და შეინარჩუნოთ კორპორატიული ანგარიში.
ქართველი კლიენტების ყოლა: თუ თქვენს კომპანიას უკვე ყავს ქართველი კლიენტები, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ბანკმა გადაწყვიტოს, თქვენი საქართველოში ყოფნა რეალურია.
იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი ორიენტირებულია მომსახურება განახორციელოს საერთაშორისო ბაზარზე, მიზანშეწონილია დაიცვას შემდეგი მოთხოვნებიდან მინიმუმ ორი:
ა) ყავდეს მომუშავე პერსონალი საქართველოში;
ბ) ქონდეს ოფისი საქართველოში;
გ) ყავდეს კონტრაგენტები (მაგ. კონტექტორები) საქართევლოში.
საბანკო ანგარიშის დახურვის რისკი შეიძლება შემცირდეს მოთხოვნების დაკმაყოფილებით, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ანგარიში გაიხსნება და თუ გაიხსნება - ის არ დაიხურება AML შეზღუდვების გამო. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ნებისმიერ შემთხვევაში, ბანკის back-ოფისი (რომელიც აბსოლუტურად დაუდგენელია), იღებს გადაწყვეტილებებს კლიენტთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.
ვადები
შეიძლება დასჭირდეს ერთი კვირიდან ერთ თვემდე და მეტიც, საქართველოში კორპორატიული საბანკო ანგარიშის გახსნას არარეზიდენტების კუთვნილი კომპანიებისთვის, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მოითხოვება დამატებითი მოთხოვნები/დოკუმენტაცია.
კოორპორატიული საბანკო ანგარიშის გახსნა არარეზიდენტი კომპანიისთვის
ძალიან იშვიათია ქართული კორპორატიული საბანკო ანგარიშის გახსნა არარეზიდენტი კომპანიებისთვის. ასეთი საბანკო ანგარიშები განიხილება, როგორც ძალიან სარისკო ბანკისთვის, ამიტომ 99% შემთხვევაში უარს ამბობენ. არსებობს დოკუმენტების დიდი ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროა ასეთი გახსნისთვის, მაგრამ ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ - არსებობს უარის თქმის ძალიან მაღალი რისკი.
რეზიდენტობის მიუხედავად (თუმცა არარეზიდენტებს აქვთ ცოტა მეტი რისკი) არსებობს ნებისმიერი სახის საბანკო ანგარიშის დახურვის შესაძლებლობა საეჭვო ტრანზაქციის შემთხვევაში და თუ მისი ლეგიტიმურობის შესაბამისი მტკიცებულება არ აქვს მომხმარებელს.
ალტერნატივა: ფინტექ ანგარიშის გამოყენება
ზოგიერთი ჩვენი კლიენტი იყენებს Fintech საბანკო ანგარიშებს, როგორიებიცაა WISE, Bilderlings, Paysera და სხვა. ისინი ძალიან მოსახერხებელია. გეძლევათ საკუთარი ანგარიშის ნომერი და იხდით დაბალ საკომისიოებს, ასევე ისინი არიან აკრედიტებული ფინანსური ინსტიტუტები (ლიცენზირებული ელექტრონული ფულის ინსტიტუტები). მაგალითად, WISE და Bilderlings - ორივე კონტროლდება Financial Conduct Authority (FCA) (დიდი ბრიტანეთის საფინანსო სექტორის რეგულატორი), Paysera - ლიეტუვის ბანკის მიერ.
ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მინუსი არის ის, რომ შეუძლებელია საქართველოს ფინანსთა სისტემაში გადასახადების გადახდა Fintech ბანკების მეშვეობით. თუმცა, ქართული პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენება შესაძლებელია, რომლის გახსნაც საკმაოდ ადვილია, როგორც განვიხილეთ. გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ კლიენტების სახელით გადასახადების გადახდის სერვისს.
შეჯამება
შეჯამებისას ავღნიშნავთ, რომ ნებისმიერი ტიპის საბანკო ანგარიშის პირადად გახსნა არის ძალიან მარტივი, ეფექტური და ზრდის გახსნის შანსებს, ხოლო ნებისმიერი სახის საბანკო ანგარიშების დისტანციურად გახსნა, განსაკუთრებით კორპორატიული საბანკო ანგარიშები, რთულია და არაეფექტური.
მიუხედავად იმისა თუ, რომელი ტიპის საბანკო ანგარიში გჭირდებათ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გზას აირჩევთ გასახსნელად-ჩვენი პროფესიონალები ყველა საბანკო სიახლეს თვალ-ყურს ადევნებენ და მზად არიან დაგეხმაროთ. ჩვენ ვიცით ყველა "რჩევა და ხრიკი", იმისათვის, რომ პროცესი იყოს სასიამოვნო და ნაკლებად ხარჯიანი თქვენთვის.
ავტორები: გიორგი ცაგურია, მერი ტოგონიძე



