კონტაქტი

ᲒᲣᲜᲓᲘ

გიორგი ცაგურია

მმართველი პარტნიორი

გიორგი ცაგურია, სამართლის მაგისტრი. 2019 წლიდან, LTA-ს დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია. ის სპეციალიზდება ისეთ დარგებში, როგორიცაა საგადასახადო, ინტელექტუალური, სამეწარმეო, სახელშეკრულებო და საიმიგრაციო სამართალი.

გიორგის წარმატებით აქვს მოგვარებული, 500 – ზე მეტი უცხოური ბიზნესის, იურიდიული და საგადასახადო საკითხები საქართველოში. მან ადგილობრივი საგადასახადო სისტემით, დააინტერესა არაერთი უცხოური კომპანია და მისცა მათ მოტივაცია, თავიანთი ბიზნესები საქართველოში წარემართათ. 

LTA-ს კლიენტები გიორგის ახასიათებენ როგორც “მიზანდასახულ და სანდო პიროვნებას, რომელიც ნებისმიერ გარემოებაში, დროულად ასრულებს სამუშაოს და მიღწეული შედეგებით ყოველთვის აჭარბებს მოლოდინს.” იხილეთ ჩვენი ყველა შეფასება

ის მრავალი წელი მუშაობდა Ernst & Young-ში, როგორც საგადასახადო მრჩეველი/იურისტი და წარმატებით უწევდა კონსულტაციას, ტოპ საერთაშორისო კომპანიებს სამშენებლო და სამონტაჟო, ენერგეტიკის, მოპოვების, ნავთობის და გაზის, ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინდუსტრიებში. 

მის მომსახურებაში შედის ინვესტორებისთვის, იურიდიული კონსულტაციის და საგადასახადო კონსულტაციის გაწევა და მაღალი ქონების მქონე პირების, ტრანზაქციების მხარდაჭერა როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

განათლება და კვალიფიკაცია

  • ერნსტ & იანგის საერთაშორისო საგადასახადო სერვისების აკადემია, თბილისი
  • სერტიფიკატი საერთაშორისო საგადასახადო სამართალში
  • ერნსტ & იანგის სატრანსფერტო ფასწარმოქმნის აკადემია, თბილისი
  • კურსი სატრანსფერტო ფასწარმოქმნის შესახებ
  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, თბილისი
  • შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის მასტერი (ინგლისურ ენაზე)
  • ლაიდენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
  • საერთაშორისო საგადასახადო სამართალი (პროფესიული კურსი)
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისი
  • სამართლის ბაკალავრი

გუნდი

ჩვენი გუნდი

მერი ტოგონიძეასოცირებული პარტნიორიბიზნესის, შრომის სამართლისა და უძრავი ქონების იურისტი
ლადო რაფავაასოცირებული პარტნიორი (იურიდიული დეპარტამენტი)სასამართლო იურისტი, ადვოკატი
დოქტორი გიგა ადამიაექსპერტი / გერმანულენოვანი დესკიენერგეტიკის სამართალი, ტენდერები / შესყიდვების სამართალი
თამთა წირქვაძესისხლის სამართლის ადვოკატისისხლის სამართლის ექსპერტი, ადვოკატი
ნინო მეტრეველიუფროსი ბუღალტერი
თინათინ გაბისონიაასოცირებული პარტნიორი (ბუღალტერიის დეპარტამენტი)
ანუკი ქურდაძეუმცროსი იურისტი
თამთა ნადირაძესაიმიგრაციო სამართლის ადვოკატისაიმიგრაციო სამართლის ადვოკატი საქართველოში