კონტაქტი

ᲒᲣᲜᲓᲘ

მერი ტოგონიძე

ასოცირებული პარტნიორი

მერი ტოგონიძე 2019 წლიდან, LTA-ს ასოცირებული პარტნიორია.

მერის აქვს კერძო და საჯარო სექტორებში იურისტად მუშაობის 10 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება. იგი სპეციალიზდება სამოქალაქო, კორპორატიული და სახელშეკრულებო სამართლის, ასევე სანივთო სამართლის დარგში.

მერის სახით, LTA-ს გუნდს დაემატა მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მქონე წევრი, რომელიც ზრუნავს კლიენტის საქმიანობის, ნებისმიერი განხრის იურიდული მხარის გამართულობაზე.

კლიენტები, რომლებთანაც უთანამშრომლია აღნიშნავენ, რომ „მერისთან მუშაობა კომფორტული და მარტივია. იგი პროფესიონალია თავის საქმეში, ყოველთვის მზად არის დასახმარებლად და ხშირად, იმაზე მეტსაც აკეთებს, ვიდრე მოეთხოვება.“ იხილეთ ყველა ჩვენი შეფასება აქ

2012 წელს, მერი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გუნდს შეუერთდა იურიდიულ დეპარტამენტში. აღნიშნულ კომპანიაში მის ძირითად მოვალეობებში შედიოდა მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობის პროექტების იურიდიული მხარდაჭერა, მათ შორის, მშენებლობის ნებართვებზე, განსახლების საკითხებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე ზრუნვა.

მერი 2015 წლიდან, გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. მისი გამოცდილება მოიცავს წარმატებული სასამართლო დავების პრაქტიკას, ძირითადად საკუთრების უფლებების და სახელშეკრულებო, დავების საკითხებზე. მერი ასევე ჩართულია დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე სამართლებრივ პროცესებში.

გარდა აღნიშნულისა, მისი შრომის შედეგად, კლიენტებმა მიაღწიეს წარმატებულ შედეგებს ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვების კუთხით, მიიღეს კონსულტაცია იურიდიულ საკითხებზე, მათ შორის მშენებლობის ნებართვების მიმართულებით და იმედიანად ოპერირებენ ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

განათლება და კვალიფიკაცია

  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, თბილისი
  • სამართლის მაგისტრი კერძო და საერთაშორისო სამართალში
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, თბილისი
  • სერტიფიცირებული წევრი
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, თბილისი

სერტიფიკატი სამშენებლო ნებართვის მოპოვების პროცესებში, აქტიური ჩართულობისა და საქართველოს სასამართლოებში, სარჩელების წარმატებით დასრულებისთვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი

ბიზნესის, შრომის სამართლისა და უძრავი ქონების იურისტი

ხელშეკრულების შედგენა / გადახედვა, სასამართლო დავები, უძრავი ქონების შემოწმება საქართველოში

გუნდი

ჩვენი გუნდი

გიორგი ცაგურიამმართველი პარტნიორისაგადასახადო სამართლის ექსპერტი
ლადო რაფავაასოცირებული პარტნიორი (იურიდიული დეპარტამენტი)სასამართლო იურისტი, ადვოკატი
დოქტორი გიგა ადამიაექსპერტი / გერმანულენოვანი დესკიენერგეტიკის სამართალი, ტენდერები / შესყიდვების სამართალი
თამთა წირქვაძესისხლის სამართლის ადვოკატისისხლის სამართლის ექსპერტი, ადვოკატი
ნინო მეტრეველიუფროსი ბუღალტერი
თინათინ გაბისონიაასოცირებული პარტნიორი (ბუღალტერიის დეპარტამენტი)
ანუკი ქურდაძეუმცროსი იურისტი
თამთა ნადირაძესაიმიგრაციო სამართლის ადვოკატისაიმიგრაციო სამართლის ადვოკატი საქართველოში