ამ სტატიაში თქვენ შეიტყობთ ყველაფერს თავისუფალ ინდუსტრიული ზონის შესახებ. რატომ უნდა დაარეგისტრიროთ კომპანია ამ ზონაში. რატომ უნდა შეიკავოთ თავი. რა სახის საგადასახადო შეღავათები შეიძლება მოუტანოს ამ ზონაში რეგისტრაციამ კომპანიას. შესაძლოა, რომ ამას უარყოფითი შედეგი ქონდეს? თქვენ იპოვით ყველა კითხვაზე არგუმენტირებულ პასუხს ჩვენ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
რას გულისხმობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა?
როდესაც ინტერნეტში მოიძიებთ თუ რა საგადასახადო შეღავათები ეკუთვნის თქვენ ბიზნესს - გვერდს ვერ აუვლით შემოთავაზებას, რომ კომპანია დაარეგისტრიროთ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ცდუნება დიდია, რადგან ამ სტატუსის მქონე კომპანიებს სთავაზობენ შეღავათების ფართო სპექტრს, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.
შესაბამი კანონის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიის ზონის კომპანიები იქმნება წარმოებისთვის, დამუშავებისთვის, მომსახურების გაწევისთვის თავისუფალი ინდუსტრიის ზონის ტერიტორიაზე. ინდუსტრიული ზონები საუკეთესო პლათფორმებია საქონლის წარმოებისთვის, გადამუშავებისთვის. იმ წუთიდან, როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით ინდუსტრიულ ზონაში თქვენ ყველა საგადასახადო შეღავათს დაექვემდებარებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად.
საგადასახადო შეღავათები
თიზ-ის კომპანიები თითქმის ყველა გადასახადისგან თავისუფლდებიან. 0% მოგების გადასახდი, 0% დივიდენდის გადასახადი, 0% ქონების გადასახადი, 0% იმპორტის გადასახადი, 0% დღგ, 0% უკუდაბეგვრის დღგ.
დაწესებულია 4%-იანია გადასახადი საქონლის იმპორტზე საქართველოდან თიზ-ში და პირიქით, მაგრამ თუ საზღვარგარეთიდან განახორციელებთ იმპორტს ან საზღვარგარეთ ექსპორტს ისარგებლებთ 0%-იანი გადასახადით, ასევე პირადი სარგებლობისთვის ელექტროენერგიის, წყლის, გაზის იმპორტი ექვემდებარება 0%-იან გადასახადს.
4%-იანი გადასახადი გადაიხდება არაუგვიანეს 15 დღისა, საქონლის მიწოდების დღიდან. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი უფასოდ მიეწოდება ან მიიღება ქართული კოპანიისგან გადასახადი მაინც უნდა იქნეს გადახდილი და გამოითვლება საქონლის საბაზრო ღირებულებიდან.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი კომპანია არ იხდის საშემოსავლო გადასახადს თანამშრომლებისთვის, მაგრამ მათ თავად უნდა განახორციელონ საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება-გადახდა. თუკი თქვენი თანამშრომლები კარგად ერკვევიან ამ გადასახადების დეკლარირებაში - ეს საკითხი არც შეგაწუხებთ, მაგრამ სასურველია, რომ გააკონტროლოთ ახდენენ თუ არა ისინი შესაბამის დეკლარირებას.
თქვენ შეიძლება შეხვდეთ მცდარ ინფორმაციას ინტერნეტში, რომ არსებობს დამატებითი სარგებლები თიზ-ის კომპანიებისთვის, მაგალითად რომ მათ არ ესაჭიროებიათ ბუღალტერიის წარმოება და/ან ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, რაც სიმართლეს არ შესაბამება. თიზ-ის კომპანიები სრულად უნდა შეესაბამებოდნენ კანონმდებლობას - აწარმოებდნენ შესაბამის ბუღალტერიას და აბარებდნენ ფინანსურ ანგარიშგებებს.
ვინაიდან საქართველოს აქვს ორმაგი დაბეგვრის აცილებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებები ბევრ ქვეყანასთან, ზოგმა კომპანიამ შეიძლება ისარგებლოს ორჯერ მეტად თიზ-ის საგადასახადო რეჟიმით. თუმცა ეს შეიძლება განხილვის საგანი იყოს და შედეგები განსხვავდებოდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის გარკვევაში დაგეხმაროთ.
როდის უნდა დარეგისტრირდეთ თიზ-ში? თიზის უარყოფითი მხარეები
- 1. თიზ-ის კომპანიებს ჩვეულებრივ მოეთხოვებათ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო ლიცენზიის / ნებართვის მოპოვება, ასეთის განხორციელებისას. მაგალითად, საბროკერო ლიცენზია. მეტიც ასეთი ლიცენზიები უნდა გაიცეს სამთავრობო ორგანოების მიერ (რომელიც ჩვეულებრივ არ არსებობს, კომპანიები რომლებიც ამ ზონაშია რეგისტრირებული მხოლოდ თიზ-ის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ლიცენზიას ფლობენ, რომელიც ამ ტერიტორიაზე წარსადგენადაა საჭირო და ადმინისტრაცია არ არის ვალდებული გასცეს სხვა სახის ლიცენზია / ნებართვა). ამიტომაც, თუ თქვენი საქმიანობა საქართველოში ზოგადად ექვემდებარება ლიცენზიის ან სახელმწიფოს მხრიდან ნებართვის მიღებას საქმიანობის განსახორციელებლად - გირჩევთ, რომ წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია ამ საკითხზე ჩვენთან.
- 2. მთავარი ნაკლი თიზ-ში რეგისტრაციის არის, რომ თითქმის არ გაქვთ შესაძლებლობა გახსნათ და შეინარჩუნოთ ქართული საბანკო ანგარიში. ეს გამოწვეულია ბანკების „მწარე“ გამოცდილებით თიზ-ის კომპანიებთან. ბევრი ამოუცნობი გადარიცხვა განხორციელდა თიზ-ში და თიზ-დან. თუმცა, გახსნის და შენარჩუნების შანსი არის, თუკი საკმარის მტკიცებულებას მიაწვდით ბანკს, რომ თქვენ მართლაც საქმიანობთ თიზ-ში. მაგალითად: თქვენ გაქვთ საწარმო ობიექტი, რომლის ექსპორტს ახორციელებთ თიზ-დან, გყავთ თანამშრომლები, ოფისი. ამის ალტერნატივად, კომპანიას შეუძლია უცხოური ბანკების მომსახურებით ისარგებლოს. ასევე გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ უცხოური საბანკო ანგარიშის გახსნის შემთვევაში თქვენ ვალდებული ხართ ამის შესახებ აცნობოთ შემოსავლების სამსახურს 5 დღის ვადაში, შესაბამისი გზით.
- 3. გაუგებრობა დაკავშირებული ვაჭრობასთან. თიზ-ში რეგისტრირებული ბევრი კომპანია ახორციელებს მხოლოდ წმინდა ვაჭრობას. ხშირად, ეს კომპანიები არც კი ახორციელებენ იმპორტს/ექსპორტს თიზ-ში და თიზ-დან. მსგავსი ვაჭრობა პირდაპირ კანონით არ არის აკრძალული, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ თიზ-ის შექმნის მიზანი კანონის მიხედვით არ იყო ისეთი ქართული კომპანიების შექმნა, რომლებიც ვაჭრობენ საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს საზღვრის გადაკვეთის გარეშე. 2021 წლის პირველ კვარტალში შემოსავლების სამსახური დაუკავშირდა თიზ-ის კომპანიების წარმომადგენლებს და დააფიქსირა პოზიცია, რომ კომპანიებმა არ უნდა განახორციელონ წმინდა სავაჭრო საქმიანობა. ეს ნიშნავს, რომ თიზ-ის კომპანიებმა არ უნდა იყიდონ და გაყიდონ პროდუქცია თიზ-ის ტერიტორიაზე მათი დამუშავების გარეშე. საქონელი დამუშავებულად რომ ჩავთვალოთ უნდა შეიცვალოს მისი HS კოდები (სულ მცირე ბოლო ოთხი ციფრი), მაგრამ უმჯობესია დაცული იქნეს შესაბამისი ინსტრუქციები იმ ქვეყნის შესაბამისად თუ სად ხდება ექსპორტი.
- 4. თუ ქვენი კომპანია აწვდის მომსახურებას - თიზ სტატუსი არ გამოგადგებათ. პირველ რიგში, იმიტომ რომ საგადასახადო კოდექსში პირდაპირ არის მითითება, რომ თიზ-ის კომპანია ვერ გაუწევს მომსახურებას საქართველოს რეზიდენტ პირს. ასევე, საქართველოს მთავრობას ჯერ არ დაუდგენია თუ რა სახის მომსახურება არის დასაშვები საზღვარგარეთ. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერი მომსახურების გაწევა საზღვარგარეთ იქნება სტანდარტული დაბეგვრის ობიექტი. ასე რომ, თუ თქვენ აპირებთ მომსახურების გაწევას საქართველოს რეზიდენტებისთვის ან არარეზიდენტებისთვის ჩვენ მტკიცედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ არ გათავისუფლდებით მოგების გადასახადისგან. უფრო მეტიც, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოქვეყნებული უახლესი საგადასახადო სახელმძღვანელოს N2656 მიხედვით, თიზ-ის კომპანიების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, ასეთი კომპანიები ექვემდებარებიან მოგების გადასახადს სტანდარტული განაკვეთით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო კოდექსის თანახმად აკრძალულია თიზ-ის კომპანიების მიერ მომსახურების შესყიდვა საქართველოს რეზედენტებისგან (გარლვეული გამონაკლისების გარდა).
მოსაკრებელი
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წლიური ლიცენზიის საფასური იყო 5,000 აშშ დოლარიდან 15,000 აშშ დოლარამდე საქართველოში, მაგრამ ახლა მკვეთრად შემცირდა და არის 2,000 აშშ დოლარიდან 5,000 აშშ დოლარამდე.
ღირს თუ არა კომპანიის რეგისტრაცია თიზ-ში? - პასუხი ტიპურია ყველა იურისტისთვის: გააჩნია საქმის ვითარებას.
თუ თქვენ გაქვთ კომპანია, რომელიც აწარმოებს საქონელს, ახორციელებს იმპორტს/ექსპორტს ეს უზარმაზარ სარგებელს მოგიტანთ საგადასახადო თვალსაზრისით, მაგრამ თუ თქვენ ხართ წმინდა სავაჭრო კომპანია ან მომსახურების გამწევი პირი - ამ სტატუსის მოპოვება შეიძლება არ იყოს მომგებიანი თქვენთვის.
თუ თქვენ დაგჭირდებათ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანიის რეგისტრაცია მოგვმართეთ დახმარებისთვის და გაგიწევთ შესაბამის კონსულტაციას და უზრუნველყოფთ შესაბამისი რეგისტრაციის პროცესს.



