საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ქართული კომპანიებისთვის ახალი საგადასახადო შეღავათები შემოიღო, რომლებმაც ყურადღება მიიპყრეს საქართველოში არსებული ბიზნესისა, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ბიზნესების, რომელთაც სურთ თავიანთი ბიზნესის რედომიცილიზაცია საქართველოში.
ამ სტატიაში გაეცნობით საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, ამგვარი კომპანიებისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს, ნებადართულ საქმიანობას, სტატუსის მიღების მოთხოვნებს და თავად პროცესს.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება საკმაოდ საინტერესოა, რადგან საგადასახადო შეღავათები შთამბეჭდავია, თუმცა არის უამრავი ნიუანსი, რომელიც კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს სტატუსის მისაღებად. ჩვენ გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს სტატია და გაიაროთ კონსულტაცია საგადასახადო იურისტთან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ან გსურთ დახმარება, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს და დაგეხმაროთ. როგორც ყოველთვის.
რა არის საერთაშორისო კომპანია?
საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, საერთაშორისო კომპანია არის ქართული საწარმო, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საქმიანობას და იღებს შემოსავალს მხოლოდ დასაშვები საქმიანობიდან.
ამ განმარტების თანახმად, ეს უნდა უყოს ქართული საწარმო, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება. ეს მოთხოვნა ხელს არ უშლის უცხოურ კომპანიებს, შექმნან თავიანთი საწარმო საქართველოში და განაცხადონ აქ სტატუსის მიღებაზე. გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს და ამაზე მეტს ვსაუბრობთ ქვემოთ .
საქართველოს მთავრობის დადგენილება №619, 8 ოქტომბრის 2020წ: "საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე", რომლითაც განისაზღვრება ზუსტი სია დაშვებული საქმიანობებისა. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს სტატუსის მიღების წესებს. ასეთი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მოცემულია განუსაზღვრელი ვადით და ასევე შეიძლება მისი გაუქმება.
სტატუსი შეიძლება მიენიჭოთ შემდეგ სექტორებში მოქმედ ბიზნესებს: IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) და საზღვაო სექტორი (იხილეთ ნებადართული საქმიანობის დეტალური ჩამონათვალი ქვემოთ).
საგადასახადო წახალისება
საერთაშორისო კომპანიებისთვის საგადასახადო კოდექსის მიერ დაწესებულია შემდეგი საგადასახადო შეღავათები:
- - მოგების გადასახადი - 5% (ნაცვლად ჩვეული 15%-ისა),
- - საშემოსავლო გადასახადი - 5% (ნაცვლად ჩვეული 20%-ისა),
- - დივიდენდებზე დასაკავებელი გადასახადი - 0% (ნაცვლად 5%-ისა),
- - ქონების გადასახადი (მიწის გარდა) - გათავისუფლებულია, იმ შემთხვევაში, თუ ქონება გამოიყენება მხოლოდ სტატუსით ნებადართული საქმიანობისთვის (სტანდარტულად ქონების გადასხადი 1%-ს უდრის).
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირი ექვემდებარება დღგ-ს რეგულარულ დაბეგვრას. თუმცა, საერთაშორისო კომპანიის შინაარსიდან გამომდინარე - ისინი ჩვეულებრივ აწვდიან მომსახურებას საზღვარგარეთ და უმეტეს შემთხვევაში მაინც თავისუფლდებიან დღგ-სგან.
რაც უნდა გახსოვდეთ, არის ინსტრუქცია, რომელიც ეხება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მეთოდს. საერთაშორისო კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც მიუთითებს, რომ შემდეგი თანხები (საქმიანობა) იბეგრება მოგების გადასახადით: ა) განაწილებული მოგება (ამრიგად, თქვენ უნდა გადაიხადოთ 5% -იანი მოგების გადასახადი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაანაწილეთ თქვენი მოგება); ბ) ხარჯები ან სხვა გადასახადები, რაც არ არის დაკავშირებული კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან; და დ) წარმომადგენლობითი ხარჯები (ე.ი. ღონისძიებების, სადილების და ა.შ.) ხარჯები, რომლებიც აღემატება კანონით ნებადართულ თანხას (იხილეთ კოდექსის 984 -ე მუხლი ამასთან დაკავშირებით).
იმ ხარჯების ნუსხა, რომელთა საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა:
სახელფასო ხარჯები გადახდილი დაქირავებული საქართველოს მოქალაქსთვის და ხარჯები სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები წარმოადგენენ იმ ხარჯებს, რომელსაც საერთაშორისო კომპანია შეძლებს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
ნებადართული საქმიანობა
კომპანიამ, რომელიც საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღებას გეგმავს, ყურადღებით უნდა შეამოწმოს თუ რამდენად მოექცევა მისი საქმიანობა დაშვებული საქმიანობების რიცხვში, ვინაიდან კომპანიის წლიური შემოსავლის მინიმუმ 98% უნდა მოიცავდეს ნებადართულ საქმიანობას, წინააღმდეგ შემთხვევაში სტატუსი გაუქმდება. სტატუსის გაუქმების შემთხვევაში გადაუხდელ გადასახადებზე კომპანიას შეიძლება დამატებით დაერიცხოს გადასახადი, ჯარიმე და საურავი.
ნებადართული საქმიანობა IT სექტორისთვის
IT ინდუსტრიის ფარგლებში, საწარმოს უფლება აქვს განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები. (ზოგიერთი საქმიანობა მითითებულია შესაბამისი კოდებით საქართველოს ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული კლასიფიკაციით, როგორც ეს მითითებულია საგადასახადო კოდექსში).
- 58.2 − პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;
- 58.21 − კომპიუტერული თამაშების გამოცემა;
- 58.29 − სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;
- 62.0 − კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები;
- 62.01 − კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები;
- 62.02 − საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში;
- 62.03 − კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები;
- 62.09 − საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები;
- ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით;
- ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება;
- ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება;
- პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;
- გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება, მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
- სისტემის დისტანციური ადმინისტრირება;
- მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინმიწოდება;
- პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა ან ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამების ჩათვლით) და მისი განახლებები;
- ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები;
- ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერიულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი);
- ვებსაიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინინსტალაცია; ო) ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატური ონლაინინსტალაცია;
საზღვაო სექტორის ნებადართული საქმიანობა
საზღვაო სექტორის საწარმოებისთვის ნებადართული საქმიანობა არის გემთმფლობელის კომერციული და ტექნიკური მომსახურება ან / და გემის მფლობელობასთან დაკავშირებული მომსახურება, მათ შორის:
- გემის გაქირავება ეკიპაჟით ან უეკიპაჟოდ (ბერბოუტ-ჩარტერი);
- რეისის დაგეგმვა ან/და ანალიზი;
- გემის კაპიტნისათვის დამფრახტველთან შეთანხმებული რეისის ინსტრუქციების მიცემა;
- სტალიური დროის დათვლა, დისბურსმენტის ანგარიშის ანალიზი და მართვა;
- ტვირთთან დაკავშირებული მოთხოვნების, კომერციული, სამართლებრივი საკითხებისა და დაფრახტვის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების (ჩარტერის) დავების მართვა;
- ახალი გემების მშენებლობის შეკვეთების ორგანიზება ან/და მეორადი გემების ყიდვა-გაყიდვის მომსახურება;
- გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა ან/და შესაბამისი ტექნიკური ნაწილებით ან/და საკვები პროდუქტებით გემთმომარაგება;
- გემთმშენელობის, გემების დოკირებისა და რემონტის კოორდინირება, ინსპექციების ჩატარება დარგის მარეგულირებლების მოთხოვნების შესაბამისად;
- გემის გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (ISM) კოდექსთან, დროშისა და ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მოთხოვნებსა და საკლასიფიკაციო საზოგადოების წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ IT სექტორის შემთხვევაში, ისევე როგორც საზღვაო ინდუსტრიის შემთხვევაში - საქმიანობა ხორციელდება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. ეს არის პირდაპირი მოთხოვნა კანონში. ამრიგად, შესაბამისი მტკიცებულება უნდა გადაეცეს შესაბამის ორგანოებს.
მოთხოვნები საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად.
არსებობს 5 მოთხოვნა, რაც კომპანიამ უნდა შეასრულოს, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად და შესანარჩუნებლად:
- 1. უნდა იყოს ქართული კომპანია - საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საწარმოს მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ უნდა განახორციელოს მისი ძირითადი შემოსავლის მომტანი ნებადართული საქმიანობა საქართველოში. მკაცრად მოითხოვება, რომ კომპანიას ჰქონდეს საოპერაციო ხარჯები და ადეკვატური ადამიანური რესურსი (სრულ განაკვეთზე დასაქმებული) ამგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, საჭირო კვალიფიკაციით, და უზრუნველყოს შესაბამისი საოპერაციო ხარჯების დაფარვა. ამრიგად, ეს მოთხოვნა ნიშნავს, რომ საწარმოს უნდა ჰქონდეს რეალური "ფრეზენსი" და თანამშრომლები საქართველოში.
- 2. უნდა ჰქონდეს საკმარისი გამოცდილება - სტატუსის მაძიებელი კომპანია 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უნდა მუშაობდეს იმ სფეროში, რაშიც ითხოვს სტატუსს. ეს 2 წლიანი გამოცდილება შეიძლება თვით ქართული კომპანიის მიერ იყოს დაგროვილი, ან უცხოური კომპანიის მიერ, რომელსაც წარმოადგენს ქართული კომპანია ან რომლის შვილობილსაც წარმოადგენს ქართული კომპანია (ამ შემთხვევაში, საწარმოს, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, უნდა ჰქონდეს მინიმუმ 50% ქართულ კომპანიაში).
- 4. კომპანიას უნდა ჰქონდეს დასაშვები საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 98% - საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიას უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ ნებადართული საქმიანობა. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი დაუშვებელი საქმიანობიდან 2% -ს გადასცდა - სტატუსი უქმდება (გაუქმდება).
ეს არის მოთხოვნა, რომელსაც კომპანიამ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შევა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების დღიდან, რაც ნიშნავს, რომ კომპანიას ჩვეულებრივი გადასახადი უნდა გადაეხადა ყოველთვის, საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან, თითქოს სტატუსი არასოდეს მიუღიათ.
- 5.კომპანია სერვისს უნდა ახორციელებდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ
- 6. კომპანია არ უნდა შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში - საქართველოს საწარმო, რომელიც არის საერთაშორისო სტატუსის მაძიებელი / სტატუსის მქონე, არ შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.
- 7. კომპანია არ უნდა იყოს ვირტუალური ზონის საწარმო - ასეთ შემთხვევაში, კომპანიას შეიძლება მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, თუმცა გაუქმდება ვირტუალური ზონის საწარმოს სტატუსი.
„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოებს აღარ ექნება მოსმახურების მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოები შეძლებენ მომსახურება საქართველოში მყოფ საწარმოებსაც მიაწოდონ.
პროცედურები საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად
განცხადება, რომელიც ითხოვს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღებას, თავდაპირველად ეგზავნება შემოსავლების სამსახურს (RS), რომელსაც 10 დღის ვადა აქვს შესაბამისობის შემოწმებისთვის.
RS ნებართვის შემდეგ, განაცხადი იგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. სამინისტროსთვის ვადა არ არის განსაზღვრული, მაგრამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოებს 3 თვის ვადა აქვთ ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად.
იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტროს დადებითი დასკვნა ექნება, განცხადება გადაეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც გამოსცემს განკარგულებას განმცხადებლისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ.
პროცედურის ვადასთან დაკავშირებით: ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს და 10 დღეს, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ განცხადება შეიძლება დახარვეზდეს - პროცესი შეიძლება გაიწელოს.
ასე რომ, ღირს თუ არა სტატუსზე განაცხადის გაკეთება?
იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში ახორციელებთ შესაბამის ნებადართულ საქმიანობას და აპირებთ ბიზნესის დაფუძნებას საქართველოში, აპირებთ გყავდეთ თანამშრომლები, ოფისი და ზოგადად ბიზნეს-ხარჯები საქართველოში, ასვე მომსახურებას მიაწოდებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ცხადია, მიზანშეწონილია საერთაშორისო კომპანიის სტატუსზე განცხადების გაკეთება.



