კონტაქტი

ᲒᲣᲜᲓᲘ

თინათინ გაბისონია

ასოცირებული პარტნიორი (ბუღალტერიის დეპარტამენტი)

თინათინ გაბისაონია არის LTA-ს ასოცირებული პარტნიორი 2019 წლიდან. თინათინს აქვს მთავარ ბუღალტრად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. თინათინი უძღვება და მართავს კომპანიის ბუღალტრულ სერვისებს და ჩვენი კლიენტები თავიანთი ბიზნესის ფინანსურ მხარეს მას ანდობენ.

მისი საქმიანობის სფერო მოიცავს: კომპანიის ფინანსური ანგარიშების მომზადებას, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო ანგარიშებისა და დეკლარაციების მომზადებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და შემოსავლების სამსახურის ელ. პლატფორმაზე მუშაობას.

“თინათინი და მისი გუნდი დამეხმარა ჩემი კომპანიის გამართვაში, როდესაც საქართველოში დაფუძნება გადავწყვიტე. ისინი დისტანციურად მეხმარებოდნენ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასა და კომპანიისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში. შესანიშნავი თანამშრომლობა გვქონდა და ყველას ვურჩევდი, მსგავსი მომსახურებისთვის LTA-ს მიმართონ“, ამბობს ერთ-ერთი კლიენტი. იხილეთ ყველა შეფასება აქ.

2007 წლიდან დღემდე, თინათინი ასევე მუშაობს კომპანია გაგრა პლუსის მთავარ ბუღალტრად. მის მოვალეობებში შედის: კომპანიის დეტალური კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება, ფინანსური ანგარიშის მომზადება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ყოველთვიური და წლიური საგადასახადო ანგარიშების/დეკლარაციების მომზადება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ასევე საბუღალტრო და ფინანსური პროცესების კონტროლი, მათი სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და კომპანიის პოლიტიკის დაცვა.

განათლება და კვალიფიკაცია 

  • ფინანსთა სამინისტროს აკადემია, თბილისი
  • სერტიფიკატი „საშემოსავლო გადასახადის ახალი(ესტონური) მოდელი“
  • დიპლომირებული სერტიფიცირებული ბუღალტრების ასოციაცია (ACCA), თბილისი
  • მეორე საფეხური
  • ფინანსთა სამინისტროს აკადემია, თბილისი
  • სერტიფიკატი საგადასახადო კოდექსში
  • საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია(Buff), თბილისი
  • სერტიფიკატი ბუღალტრულ ხარჯთაღრიცხვაში

გუნდი

ჩვენი გუნდი

გიორგი ცაგურიამმართველი პარტნიორისაგადასახადო სამართლის ექსპერტი
მერი ტოგონიძეასოცირებული პარტნიორიბიზნესის, შრომის სამართლისა და უძრავი ქონების იურისტი
ლადო რაფავაასოცირებული პარტნიორი (იურიდიული დეპარტამენტი)სასამართლო იურისტი, ადვოკატი
დოქტორი გიგა ადამიაექსპერტი / გერმანულენოვანი დესკიენერგეტიკის სამართალი, ტენდერები / შესყიდვების სამართალი
თამთა წირქვაძესისხლის სამართლის ადვოკატისისხლის სამართლის ექსპერტი, ადვოკატი
ნინო მეტრეველიუფროსი ბუღალტერი
ანუკი ქურდაძეუმცროსი იურისტი
თამთა ნადირაძესაიმიგრაციო სამართლის ადვოკატისაიმიგრაციო სამართლის ადვოკატი საქართველოში